თამთა ჩაჩანიძე
15.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე სულ უფრო მოხშირდა დასავლელი ლიდერების ვიზიტები - თბილისს ესტუმრნენ აშშ-ს, გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის მაღალი თანამდებობის პირები. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტები გაგრძელდეს, თუმცა, დასავლელი პარტნიორების მთავარი სათქმელი უკვე ითქვა.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2024

პერმანენტული აქციებისა და ქვეყანაში მიმდინარე ცხელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, პროდასავლური გაერთიანების ფორმირების კონტურები იკვეთება - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმი იქნება და აპირებს წინ წაუძღვეს „პროევროპულ ფრონტს, არა პირდაპირი ჩართულობით, არამედ იქნება „პროდასავლური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი".

თამთა ჩაჩანიძე
14.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, სულ უფრო რეალური გახდა როგორც ზოგადად საქართველოსთვის, ასევე კონკრეტულად ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგნელებისთვის დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ობრაიენმა ამაზე ღიად ისაუბრა.

ელზა პაპოშვილი
14.05.2024

დიდი შიდა ვნებათაღელვის და მწვავე საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, მმართველმა თავისი გატანა - პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოსმენით მიიღო. ამას უკვე მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი შეფასებები დასავლეთის ქვეყნების არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენელთა მხრიდან. თბილისში კი ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო როგორც პარლამენტში, ისე რუსთაველზე.

ელზა პაპოშვილი
14.05.2024

ვინ არიან თბილისში აქციაზე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რა ვიცით მათ  შესახებ? 13 მაისს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 20 ადამიანს შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა - ერთი რუსეთის, ერთი მოლდოვისა და ორი აშშ-ის.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2024

გადამწყვეტი კვირა დასავლელი ლიდერების ვიზიტებით დაიწყო, ორშაბათს დილით საქართველოს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეწვია, ამავე საღამოს თბილისს სტუმრობს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო ბრაიენი.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მწვავე პროტესტისა და ხმაურის ფონზე დაუჭირა მხარი. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა 14 მაისს გაიმართება. ოპოზიცია აცხადებს, რომ კომიტეტზე ხმის მიცემა ყველა პროცედურის დარღვევით ჩატარდა და საშუალება არ უნდა მიეცეს „ოცნებას", რომ საბოლოოდ დამტკიცდეს კანონი. „ოცნების" თქმით კი, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება და „ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი საქართველოა".

თამთა ჩაჩანიძე
12.05.2024

მომავალი კვირა, შესაძლოა, ქვეყანაშ შექმნილი მწვავე კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდეს. 11 მაისის თბილისში უპრეცედენტოდ მასშტაბური „ევროპული მარშის" შემდეგ, ვითარება კვლავ დაძაბული რჩება და ეს ყველაფერი კულმინაციას, სავარაუდოდ სამშაბათს, 14 მაისს მიაღწევს. ამ დღეს პარლამენტში „უცხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სადავო კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და სწორედ ამ დღეს თბილისში აშშ-სა და ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია იქნება ჩამოსული.

ელზა პაპოშვილი
11.05.2024

„ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღოს გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს და თავისი შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს. ამის შემდეგ კი, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა 10 მაისს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. არის თუ არა ეს ის კომპრომისი, რომელიც შექმნილ რთულ და დაძაბულ ვითარებაში ყველა მხარეს დააკმაყოფილებს?

თამთა ჩაჩანიძე
11.05.2024

ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ვითარების უკიდურესი დაძაბვისა და ძალადობის ესკალაციის ფონზე, სრულმასშტაბიანი საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები თავისი პოზიციებს დასაცავად სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავთ. რომელი პოზიცია იქნება უფრო მისაღები საზოგადოების უმრავლესობისათვის და ვინ მოიგებს ამ საინფორმაციო ომს - ანალიტიკოსთა შეფასებით, ამას შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის მომავალზე.

ელზა პაპოშვილი
10.05.2024

მზადება 11 მაისის აქციისთვის - ოპოზიციაში ამბობენ, რომ თბილისსა და რეგიონებში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. შაბათს დედაქალაქის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ რეპრესიებმა არ გაჭრა და აქციაზე კიდევ უფორ მეტი ხალხი მივა. 

თამთა ჩაჩანიძე
10.05.2024

„გამჭვირვალობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მომხრე ვარ, ეს კანონი ცალკე რა საჭიროა არ მესმის. არ არის საჭირო, ისედაც შესაძლებელია უფრო სერიოზული და მკაცრი რეგულაციების მიღება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით", - აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი და კავკასიური სახლის თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლებას მართლა გამჭვირვალობის საკითხი აინტერესებს, მაშინ შეუძლია შესაბამის კანონებში ცვლილებების შეეტანათ, გრანტის მიზნობრიობაც ნათელი გახდეს ნებისმიერი მსურველისა და მოქალაქისთვის და დაფინანსების ოდენობაც.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×