ელზა პაპოშვილი
11.07.2022

ომის დაწყებიდან 138-ე დღეს, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ  უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი რჩება. ქალაქზე თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ოკუპანტების სამიზნე გახდა ქალაქის ერთ-ერთი სკოლაც - შენობა მთლიანად განადგურდა.

თეონა ვეშაგური
10.07.2022

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ ტერიტორიის დასატოვებლად და აანონსებს მძიმე ბრძოლებს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინას უკვე აქვს საკმარისი რესურსი და ახალი თანამედროვე შეიარაღება წარმატებული კონტრშეტევების გასახორციელებლად.

თეონა ვეშაგური
10.07.2022

ინდონეზიაში "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დიპლომატებმა სერგეი ლავროთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს, რამაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაანაწყენა.

ელზა პაპოშვილი
09.07.2022

უკრაინის ომის 136-ე დღე - ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, არის მსხვერპლიც, ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ელზა პაპოშვილი
08.07.2022

შესაძლოა პუტინი კიევზე ახალი თავდასხმისთვის  ემზადება და ის 24 თებერვალს ომის  პირველი ფაზის  ჩავარდნილი გეგმის გამეორებას აპირებს, რომლის დროსაც კიევის აღება და მისი ხელისუფლების დამხობა ჰქონდა ჩაფიქრებული. ამას კი ბელარუსთან ერთად დაიწყებს და საერთო ძალებით კიევს ჩრდილოეთიდან შეუტევენ.

თამთა ჩაჩანიძე
08.07.2022

კონფლიქტოლოგი და ყოფილი საელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა მთავარია, ევროკავშირმა იმ საშინაო დავალების პასუხი მიიღოს, რომელიც ივნისის ბოლოს გასცა. თუ „ოცნება" აცხადებს, რომ გეგმას თავად დაწერს და ჩააბარებს, საბოლოო შედეგზეც თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი და ოპოზიციას არ გადააბრალოს.

ელზა პაპოშვილი
07.07.2022

საარჩევნო ბარიერზე „ქართული ოცნების“ განცხადება ოპოზიციის კრიტიკის საგანია. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ბარიერს 2%-მდე ჩამოწევს, თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ბრიუსელთან დათქმებით საუბრობს, რაც ლოგიკას მოკლებულია და განცხადება პოლარიზაციის შემცირებას არ ემსახურება.

თეონა ვეშაგური
07.07.2022

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ოცნებას" აქვს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება გადაჭრის.

თეონა ვეშაგური
07.07.2022

ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება - ამის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირთან ვაჭრობას ჰგავს, ზოგს კი საერთოდ არ სჯერა, რომ „ოცნება" დანაპირებს შეასრულებს.

თეონა ვეშაგური
07.07.2022

ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმის არსებობა უკვე არის წინგადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია თუ დაიწყება გახორციელების პროცესიც. მაგრამ ბუნდოვანია ამ ძალისხმევის შედეგები, რადგან გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს აწყობთ პოლარიზაცია. ეს არის ის ნაწილი, ვინც მიიწევს ხელისუფლების დამხობისკენ, ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
06.07.2022

ექვს თვეზე ნაკლებია დარჩენილი, სანამ ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ანგარიშს წარადგენს, ქვეყანაში კი 12 პუნქტის შესრულებაზე სიტუაცია ასეთია - „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პუნქტების შესრულებაზე საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებენ. ენმ-ს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლების გეგმა დროის გაწელვას ემსახურება, არ გაჰყვებიან, და მმართველ გუნდსაც და საზოგადოებასაც საკუთარ გეგმას შესთავაზებენ.

ელზა პაპოშვილი
06.07.2022

რას აპირებს 3 ივლის კრახით დასრულებული აქციის შემდეგ ოპოზიცია და მესამე სექტორი? როგორც აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები აღიარებენ, რომ აქციის დაგეგმვის დროს გარკვეული შეცდომები ნამდვილად დაუშვვს, თუმცა ამ ყველაფერს გაიაზარებენ და შემდეგ სამოქმემდო გეგმაზე იფიქრებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ოპოზიცია უკიდურეს და მწვავე ფორმებზე უნდა გადავიდეს, რათა ხელისუფლება დათმობაზე დაიყოლიოს. მისი აზრით, ყველგან სადაც პრემიერი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები იქნებიან, მშვიდობიანი აქციით მათთვის  დისკომფორტის შექმნა უნდა სცადონ, და ხელისუფლებასთან ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი უნდა თქვან. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×