რეზონანსი
01.05.2024

აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტები დააკავა პოლიციამ, შემდეგ თეთრ სახლში გამოვიდა სპიკერი და პოლიცია გაამართლა, იმიტომ რომ ეს წესრიგის დაცვა იყოო. აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია? - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს რადიკალიზაცია ფულის გარეშე ვერ ხდება. კარგად ვიცით, რომ ფული სჭირდება აქციასაც, მონაწილეების შეიარაღებასაც - პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ეს ის შავი ფულია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. 4-5 თვეში არის არჩევნები, თუ ასეთი მოლოდინი აქვთ, როგორც ამბობენ, რომ არჩევნებს იგებენ, თუ უმრავლესობა მათ უჭერთ მხარს, მაშინ ეს კანონი კი არა, ბევრი სხვა კანონი გააუქმონ, თუ მოვლენ ხელისუფლებაში ოქტომბერში, მაგრამ ლოგიკა ამას გვეუბნება, რომ არჩევნებზე არ ელოდებიან არანაირ მხარდაჭერას საზოგადოებისგან. ეს კანონი სამი თვის შემდეგ ამოქმედდება, სექტემბერ-ოქტომბერში დადგება ეს ვალდებულებები. თუ დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს იგებენ, ეს კანონიც გააუქმონ, სხვა კანონებიც გააუქმონ და ა.შ., მაგრამ იციან, რომ ვერაფერს იგებენ. მცირე პოლიტიკური ჯგუფი ატარებს ძალადობრივ აქციებს. პოლიციელები არ მიდიან აქციის მონაწილეებთან. აქციის აგრესიული მონაწილეები მიდიან პოლიციელებთან - ზოგი აფურთხებს, ზოგი აგინებს, ზოგი ქვებს ესვრის, ძალადობს - ვნახეთ აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტები დააკავა პოლიციამ, შემდეგ თეთრ სახლში გამოვიდა სპიკერი და პოლიცია გაამართლა, იმიტომ რომ ეს წესრიგის დაცვა იყოო. აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია?", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×