რეზონანსი
02.05.2024

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახი კახიშვილმა პარლამენტთან წუხელ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„ხომ შეიძლება, რომ თუ ამ ჩვენს თანამოქალაქეებს არ ესმით ხელისუფლების ნათქვამი, ოპოზიციის ხომ უფრო სჯერათ, გამოვიდნენ და მოუწოდონ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, ეს სცდება მშვიდობიან პროტესტს და ხდება აქციის დისკრედიტაცია. უბრალოდ გაემიჯნნენ და თქვეს, რომ ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართო. ეს არის პოლიტიკური ტაქტიკა, იმიტომ რომ ეს არ არის სპონტანური აქციები.

ამ ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი, მეორე ნაწილი კი რადიკალები არიან. პოლიციას რომ არ გამოეყენებინა ცრემლმდენი გაზი შესასვლელთან და ამათ შეენგრიათ კარები, მერე იტყოდნენ, რომ პოლიციამ მოახდინა დანაშაულის პროვოცირება, რომ მერე დაეჭირათ შიგნით. პოლიციამ რომ პრევენციულად მოახდინა დანაშაულის არ დაშვება, ახლა ესენი იძახიან, ცრემლმდენი გაზი გამოიყენესო. ის ქაფიც იმიტომ გადმოისხა, რომ ცეცხლი ვეღარ დაანთონ.

ეს ყველაფერი იყო დიდი ხნის მომზადებული, ეს რომ არ მომხდარიყო დღეს, ეს მოხდებოდა 27-ში, არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ ეს იყო დიდი გეგმა. ღმერთმა ქნას, რომ ამის იქით არ წავიდეთ და ვინმე, თუნდაც ხელისუფლებაში მოსვლის გამო ადამიანებს შარში გახვევს, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×