რეზონანსი
02.05.2024

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც.

„1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა განახორციელეს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა“, - აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×