ქეთო გოგოხია
17.06.2024

საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით წელს დაძაბულობაა. იმის გამო, რომ სტრატეგიული პროდუქტის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობა შემცირებულია, ფასი მაღლა იწევს. მიმდინარე პერიოდში დინამიკა არასახარბიელოა.  დღეს, როცა მოსავლის აღების პროცესი ასე ახლოსაა, გლობალურ ბაზრებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5,50-დან 6,50 დოლარამდე გაიზარდა. მოსავალი არც საქართველოშია საუკეთესო, თუმცა შარშანდელთან შედარებით, მეტი რაოდენობაა და სტაბილურობაც ასე თუ ისე გარანტირებულია. შესაბამისად, მოლოდინიც შედარებით საიმედოა.

ირმა ჩიტაია
17.06.2024

სატრანზიტო ჰაბად ქცევამ ქართული საავტომობილო ბაზარი, მოგების ნაცვლად, აზარალა. დარგში არასახარბიელო მდგომარეობაა. როგორც ძვირადღირებული, ასევე საშუალო და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების რეალიზაცია შემცირდა. იმპორტიორების ნაწილი მიზეზად  გლობალურ პროცესებს მიიჩნევენ, ნაწილი კი ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს.

ირმა ჩიტაია
13.06.2024

ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. სპეკულაციები, რომ "გამჭვირვალობის კანონის" მიღება დარგში დიდ პრობლებს გააჩენდა, სრულიად გაცამტვერდა. ახლა როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ, რომ მოლოდინი დადებითია.

გვანცა წულაია
13.06.2024

საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებულია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ექსპორტმა იკლო, ხოლო იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა, თუ რა მიზეზითაც შემცირდა ექსპორტი და რა პოტენციალი აქვს საქართველოს იმისთვის, რომ უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი შეამციროს, რომელიც 46%-ია. 

გვანცა წულაია
13.06.2024

საქართველოს ეროვნულ ბანკში პირდაპირ ითქვა, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია. მოკლე მონაკვეთში შექმნილ პანიკას ნათია თურნავამ შეგნებული დესტაბილიზაცია უწოდა, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან. მათი ნაწილი ხელს კომერციული ბანკებისკენ იშვერს. 

ქეთო გოგოხია
12.06.2024

შოვი, როგორც კურორტი არსებობას წყვეტს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურორტი დიდი რისკის ზონაა და იქ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარება დაუშვებელია. გეოლოგიურ  დასკვნაზე დაყრდნობით, სპეციალისტები ამბობენ, რომ შოვში მეწყერის საფრთხე ისევ არსებობს და იქ ადამიანები ვეღარ იცხოვრებენ. აქედან გამომდინარე, ტერიტორიამ კურორტის თვისება დაკარგა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს.

გვანცა წულაია
12.06.2024

ლარის კურსის საგრძნობლად გაუფასურებამ ინფლაციის ზრდის დიდი რისკი წარმოშვა, ამიტომ მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებში მისი მაჩვენებელი მიზნობრივზე (3%) მაღალი იქნება. კურსის გაუფასურების გამო, საქართველოში პროდუქციის გაძვირებისთვის საფუძველი და საფრთხე აშკარად არსებობს. პირველადი მოხმარების საკვებზე, როგორიცაა შაქარი, ფქვილი, ზეთი და სხვა, ფასმა უკვე მოიმატა, თუმცა მცირედით, მაგრამ შემდგომ თვეებში ეს უფრო შესამჩნევი იქნება.

გვანცა წულაია
11.06.2024

მაისში დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცი მკვეთრად დაეცა. მიგრანტების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ეტაპობრივად მცირდებოდა, მაგრამ ახლა წინ სხვა ფაქტორებმა წამოიწია. პოლიტიკურმა დაძაბულობამ გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე უკვე მოახდინა და პერსპექტივა ამ დარგშიც ბუნდოვანი გახადა.

გვანცა წულაია
11.06.2024

„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მცდელობის პროცესში ლარის კურსი 20 პუნქტით გაიფასურდა. გაუფასურების შესაჩერებლად და კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა გუშინ მორიგი ინტერვენცია განახორციელა. ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ კურსის დაცემა მთლიანად „გამჭვირვალობის კანონს" და არასახარბიელო მოლოდინს უკავშირდება. 

ქეთო გოგოხია
10.06.2024

ლარის კურსის გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარს უკვე დაეტყო. პროდუქციის გაძვირებისთვის რეალური საფუძველი გაჩნდა და ტენდენციაც დაიწყო. თითქმის ყველა ძირითადი პროდუქტის ღირებულება მცირედით გაიზარდა, განსაკუთრებით იმპორტული პროდუქცია, როგორიცაა შაქარი, ფქვილი, მცენარეული ზეთი და სხვა. მოიმატა საწვავის ფასმაც. ამ მხრივ ლარის კურსის გავლენა უფრო მყისიერია და არ არის გამორიცხული, ტენდენცია გაგრძელდეს, მით უმეტეს, ახალი წონასწორობის ნიშნული ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული და შესაძლებელია, კურსი 2,90-იან ზღვარს მიუახლოვდეს.

ქეთო გოგოხია
10.06.2024

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მკვეთრად  გაუარესდა.  შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ, ასევე საერთაშორისო პროცესების გავლენამ ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა. ფაქტობრივად არც ერთი სფერო არ დარჩა ეკონომიკაში, სადაც ინვესტიციების კლება არ შეინიშნება, ცვლილებაა როგორც სასაქონლო ჯგუფში, ასევე ქვეყნების ჭრილშიც. განსაკუთრებით კი საფინანსო სექტორი დაზარალდა, სადაც ინვესტიციები ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო. ტენდენციის შესაცვლელად მთავრობას დიდი ძალისხმევა მოუწევს, მით უმეტეს, წინ არჩევნებია და ინვესტიციების კუთხით გამოწვევა ისედაც არსებობს.

ქეთო გოგოხია
10.06.2024

ქართველი ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული სანქციები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეკონომიკური პარამეტრები მეტ-ნაკლებად მწყობრშია და ცალკეული პირების დასანქცირება ამ მდგომარეობას ვერ გააუარესებს. მით უმეტეს, რომ სანქციები ისედაც ბუნდოვანია და ბევრი დეტალი გაურკვეველია.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×