რეზონანსი
04.05.2024

„ხალხის ძალი“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ჯგუფების აქციების თავისებურებებზე წერს:

„აკერმანის ტრენინგებიდან :

- ძალადობრივი აქციები შიგა და შიგ უნდა ჩაანაცვლოს მშვიდობიანმა მანიფესტაციებმა, კარგი იქნება თუ მანიფესტაციების დროს გამოყენებული იქნება, სოციალური აქციები( დასუფთავება, ცხოველებზე ზრუნვა, სტუდენტებზე დახმარებების გაწევა და ა.შ) ასევე აუცილებელია რელიგიური რიტუალები : ეკლესიებში მასიურად მისვლა, ლოცვაში მონაწილეობა, რომ საზოგადოებისგან თანაგრძნობა გამოიხატოს.

- დემონსტრირება უნდა მოხდეს, რომ პროცესები სახალხო, ბუნებრივი და გამჭვირვალეა. შექმენით ფონდები და სოციალური გვერდები, სადაც ანგარიშებს გამოაქვეყნებთ და შიგა და შიგ გაავრცელებთ ინფორმაციას, რომ ხალხია შემომწირველი და დამფინანსებელი პროცესისა. მოკლედ, 2-დღიანი ლეწვა-მტვრევის შემდეგ, ვიხილეთ საყოველთაო გალობა და სინანული ქაშვეთის წინ და დღეს მთელი დღეა, საზოგადოებისგან უპრეცედენტო შემოწირულებებზე წერენ.

P.S. ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის "მაყუთს"! თუ რამდენი და ვინ ჩამოიტანა, ეგეც მალე გაირკვევა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×