გვანცა წულაია 11.06.2024
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მცდელობის პროცესში ლარის კურსი 20 პუნქტით გაიფასურდა. გაუფასურების შესაჩერებლად და კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა გუშინ მორიგი ინტერვენცია განახორციელა. ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ კურსის დაცემა მთლიანად „გამჭვირვალობის კანონს" და არასახარბიელო მოლოდინს უკავშირდება.
|
ნატალია ჯვარიძე 11.06.2024
წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, მემარჯვენე კონსერვატიული ძალების დიდი გაერთიანება შედგეს. პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" („ალტ-ინფო") ცნობით, ამაზე უკვე მიღწეული შეთანხმება „პატრიოტთა ალიანსთან" და ასევე მიდის მოლაპარაკება სხვა მემარჯვენე ძალებთან. ვის წაართმევს ეს გაერთიანება ხმებს, შეძლებს თუ არა 5%-იანი ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ვისთან ითანამშრომლებენ?
|
თამთა ჩაჩანიძე 11.06.2024
ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს „ოპოზიცია" აპროტესტებს - ყოფილი „პრეზიდენტის" ანატოლი ბიბილოვის პარტია „ერთიანი ოსეთი" აცხადებს, რომ პროცესი მასობრივი დარღვევების, დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა, პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე ასეულ ბიულეტენზე ხმის მიცემის შემდეგ, მელანი აორთქლდა. ბიბილოვის პოლიტიკური ჯგუფი ე.წ. პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს, მიაჩნიათ, რომ „შედეგების აღიარება ხალხის მიმართ დანაშაული და ღალატია". საინტერესო კი ისაა, რომ ბიბილოვის პარტია ე.წ. არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა.
|
ნატალია ჯვარიძე 11.06.2024
„ახალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაჩო დოლიძემ სავარაუდოდ პარტია დატოვა. მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე თავად დოლიძეს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახალშექმნილ პარტიაში შიდა დაპირისპირებამ იჩინა თავი და როგორ აისახება ეს წინასაარჩევნოდ „ახალის" პერსპექტივებზე?
|
რეზონანსი 11.06.2024
რომაულ ციხე-სიმაგრე აფსაროსში (გონიო) არქეოლოგიური გათხრები წელს მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. სამუშაოები სექტემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
|
ელზა პაპოშვილი 10.06.2024
ხარკოვზე რუსეთის შეტევა გრძელდება. მათ ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. დერჰაჩის თემს, ადგილობრივი დროით, დილის 9:30 საათზე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა კაცი და დაშავდა ორი ადამიანი.
|
ქეთო გოგოხია 10.06.2024
ლარის კურსის გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარს უკვე დაეტყო. პროდუქციის გაძვირებისთვის რეალური საფუძველი გაჩნდა და ტენდენციაც დაიწყო. თითქმის ყველა ძირითადი პროდუქტის ღირებულება მცირედით გაიზარდა, განსაკუთრებით იმპორტული პროდუქცია, როგორიცაა შაქარი, ფქვილი, მცენარეული ზეთი და სხვა. მოიმატა საწვავის ფასმაც. ამ მხრივ ლარის კურსის გავლენა უფრო მყისიერია და არ არის გამორიცხული, ტენდენცია გაგრძელდეს, მით უმეტეს, ახალი წონასწორობის ნიშნული ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული და შესაძლებელია, კურსი 2,90-იან ზღვარს მიუახლოვდეს.
|
ქეთო გოგოხია 10.06.2024
საქართველოში საინვესტიციო კლიმატი მკვეთრად გაუარესდა. შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ, ასევე საერთაშორისო პროცესების გავლენამ ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა. ფაქტობრივად არც ერთი სფერო არ დარჩა ეკონომიკაში, სადაც ინვესტიციების კლება არ შეინიშნება, ცვლილებაა როგორც სასაქონლო ჯგუფში, ასევე ქვეყნების ჭრილშიც. განსაკუთრებით კი საფინანსო სექტორი დაზარალდა, სადაც ინვესტიციები ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო. ტენდენციის შესაცვლელად მთავრობას დიდი ძალისხმევა მოუწევს, მით უმეტეს, წინ არჩევნებია და ინვესტიციების კუთხით გამოწვევა ისედაც არსებობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.06.2024
საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები 9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ „საპარლამენტო არჩევნებს" გმობენ და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.
|
ქეთო გოგოხია 10.06.2024
ქართველი ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული სანქციები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეკონომიკური პარამეტრები მეტ-ნაკლებად მწყობრშია და ცალკეული პირების დასანქცირება ამ მდგომარეობას ვერ გააუარესებს. მით უმეტეს, რომ სანქციები ისედაც ბუნდოვანია და ბევრი დეტალი გაურკვეველია.
|
ნატალია ჯვარიძე 10.06.2024
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთს უკრაინაში მათი ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრამ ტერ-მარგარიანის უკრაინაში ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. მისივე თქმით, ამ ქმედებას მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.06.2024
ევროპარლამენტის ინტერნაციონალური არჩევნები დასრულდა და წინასწარი შედეგები ცნობილია - ყველაზე მეტი მანდატი კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას"აქვს. ანალიტიკოსები ევროპარლამენტის კონფიგურაციაში დრამატულ ცვლილებას არ ელოდებიან, თუმცა ე.წ. კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური პოლიტიკური ჯგუფები გარკვეულწილად დაწინაურდნენ, მაგრამ არა იმდენად, რომ ევროპარლამენტში ტენდენცია შეცვალოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|