ნატალია ჯვარიძე
22.08.2026

ორი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის „ახალისა" და „ნციონალური მოძღაობის" დაპირისპირების რეალური მიზეზი შესაძლოა მათ შორის არსებული კონკურენცია იყოს - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ორივე მხრიდან წამოსული ბრალდებები ძირითადად ჭორებს ეფუძნება და ზოგადად ეს დაპირისპირება მხოლოდ ოპოზიციას აზიანებს.

მარიამ ვეკუა
21.08.2026

ოპოზიციურ სპექტრში გაერთიანების იდეა მორიგი სერიოზული კრიზისის წინაშეა - „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ახალის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას შორის დაწყებულ ღია კონფრონტაციას თან ალიანსის დაშლის ალბათობაც სდევს. ფინანსური წყაროების, ოპოზიციური ლიდერობისა და წარსული შეცდომების გარშემო ატეხილი ურთიერთბრალდებები აშკარას ხდის, რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის არსებულმა შიდა უთანხმოება პოლიტიკური დებატების ჩარჩოებს გასცდა და პირადი თუ ფინანსური კომპრომატების ომში გადაიზარდა.

ნატალია ჯვარიძე
21.08.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მორიგ გზავნილში საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიასთან ბრძოლაში შეაქო და ანტირუსულ გამოვლინებების გამოძიებას უფრო მკაცრად ითხოვს. მმართველ გუნდში ამას მნიშვნელოვნად არ აღიქვამენ. ექსპერტთა ნაწილი კრემლის გზავნილს მანიპულაციურად მიიჩნევს. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ მოსკოვი „ოცნების" შიგნით გაძლიერებასა და დასავლეთში დასუსტებას ცდილობს.

ნატალია ჯვარიძე
21.08.2026

ექსპრემიერის პენიტენციალური ეპისტოლარული წიაღსვლები გრძელდება. ის მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ სდებს ბრალს „ოცნების" ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ცინიზმსა და ცილისწამებაში. მმართველ პარტიაში ამაზე ორაზროვანი გამოხმაურებაა - ზოგი მორცხვად დუმს, ზოგი მიკიბულ-მოკიბულ განცხადებებს აკეთებს, სხვები კი პირდაპირ ლანძღავენ საკუთარ აწ უკვე ყოფილ ლიდერს. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ, მართალია, ღარიბაშვილი ბიძინას თვალში რეაბილიტირებას აწი ვერასდროს შეძლებს, თუმცა ამ ქმედებებით კობახიძე-მდინარაძის ტანდემს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ნატალია ჯვარიძე
20.08.2026

ევროპასთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერი ირაკლი კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. საინტერესოა, რომ ამ სამიტის თანათავმჯდომარე „ოცნების" მთავრობის „დაუძინებელი მეგობარი" გერმანიაცაა. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. ამის საფუძველზე ანალიტიკოსი რამაზა საყვარელიძე ამბობს, ვფიქრობ, ფინიშს უახლოვდება ის პროცესი, რასაც კობახიძე მოლოდინის სტრატეგიას უწოდებდაო.

ნატალია ჯვარიძე
20.08.2026

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხალხს „გადამწყვეტ შემოდგომას" უანონსებს და საზოგადოებას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს სურს პოლიტიკური ლიდერის როლი მოირგოს. მისი ინიციატივით მნიშვნელოვან პროცესებს არ ელოდებიან.

მარიამ ვეკუა
20.08.2026

ყოფილი თანამებრძოლების ვირტუალურმა პოლემიკამ ბოლო რამდენიმე კვირაში პიკს მიაღწია. ძველი წყენების გახსენებით, „ომის რიტორიკაში" დადანაშაულებითა და სავარაუდო მილიონიან გარიგებებზე მინიშნებებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი სამიზნე ხშირად ისევ გვერდით მჯდომი, ყოფილი მოკავშირეა.

რეზონანსი
19.08.2026

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის საკნიდან გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს, პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრშია, მმართველი გუნდი ღარიბაშვილის წერილს, ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამს და აღნიშნავენ, რომ წერილები ბევრ ეჭვს ბადებს, ოპოზიციონერები კი მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირების ნიშნებს ეძებენ.

ნატალია ჯვარიძე
18.08.2026

ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობიდან მეორე წერილი გაავრცელა. მასში ექსპრემიერი მამუკა მდინარაძეს ახსენებს და აცხადებს, რომ „წითელი ხაზების" გადაკვეთისა და შექმნილი ვითარების გამო იძულებულია, პოლიტიკური ბრძოლა დაიწყოს. ექსპერტთა შეფასებით, წერილი მიანიშნებს მის მცდელობაზე, პოლიტიკაში დაბრუნდეს და თავი რეპრესიების მსხვერპლად წარმოაჩინოს.

მარიამ ვეკუა
18.08.2026

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილმა, რომელიც სოციალურ ქსელში ორშაბათს გავრცელდა, პოლიტიკური კულუარებიდან პროცესები ღია საჯარო სივრცეში გადმოიტანა. რა იმალება ამ გზავნილების მიღმა, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს შიდა დაპირისპირება და რა გავლენას მოახდენს ეს „ქართული ოცნების" რეპუტაციასა და მომავალზე - ამაზე „რეზონანსს" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

ნატალია ჯვარიძე
18.08.2026

ოპოზიციის ალიანსში ხმაურიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს გაერთიანება საბოლოოდ დაიშალა. ამას ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს. ალიანსში შემავალ პარტიებს შორის უთანხმოების გამო, ექსპერტები ამ გაერთიანების პერსპექტივას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ და მიიჩნევენ, რომ მისი დაშლა, თუკი ეს მართლაც მოხდა, სავსებით ლოგიკურია.

ნატალია ჯვარიძე
17.08.2026

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას". როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×