ელზა პაპოშვილი 28.06.2024
უკრაინის ფრონტზე ვითარება "არმაგედონად" არ გადაიქცევა, მაგრამ კიდევ ერთი თვე მაინც რთული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
|
ნატალია ჯვარიძე 28.06.2024
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა გადაწყვეტს როდის დაიწყება მოლაპარაკება აგრესორ ქვეყანასთან - რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს და რა პირობები უნდა დადგეს საამისოდ.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.06.2024
2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
|
ნატალია ჯვარიძე 28.06.2024
სატელევიზიო დებატების დროს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს - ბაიდენის თქმით კი, აშშ-ს მესამე მსოფლიო ომი სწორედ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ემუქრება.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.06.2024
ევროპული საბჭოს სამიტის განცხადენის ტექსტი ოფიციალურად უკვე ცნობილია საართველოსთან დაკავშირებით, ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც „საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას", ასევე მოუწოდებენ, რომ „განმარტონ თავიანთი განზრახვები".
|
ელზა პაპოშვილი 27.06.2024
ამ დრომდე უჭირთ ოზურგეთში, სოფელ გაღმა დვაბუზში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივებს მოტივზე საუბარი. ისინი ამბობენ, რომ არ იციან რა გახდა მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მკვლელობით და თვითმკვლელობით დასრულდა.
|
ქეთო გოგოხია 27.06.2024
საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები დიდი სისწრაფით მატულობს. პანდემიური პერიოდის შემდეგ ასეთი მაღალი ფასი პირველად ფიქსირდება, რასაც ბიზნესმენები გლობალურ პროცესებს უკავშირებენ, რამაც გადამზიდავებს პრობლემა შეუქმნა და ტარიფებზეც აისახა. საკონტეინერო გადაზიდვის ინდექსმა ახალ რეკორდებს მიაღწია და 6 000 დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვა გაძვირდა. ტენდენცია, მცირე საფასო რყევებით, გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის უკვე ტარიფების დაახლოებით 350%-იანი მატებაა.
|
გვანცა წულაია 27.06.2024
საქართველოში კადრების დეფიტიცი ისევ გრძელდება. კერძო სექტორი მუშახელის პრობლემას კვლავ განიცდის და ტურისტული თუ აგრარული სეზონის მოახლოებასთან ერთად, პრობლემა უფრო გამწვავდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება ქართველების დიდ ნაწილს საზღვრებს გარეთ ურჩევნია, ვიდრე სამშობლოში. მიზეზი, რა თქმა უნდა, მეტი ანაზღარებაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.06.2024
ბრიუსელში ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბლოკი საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, მანამდე სხვადასხვა წყაროებდან ცნობილი ხდება, რომ შემაჯამებელ პროექტში საქართველოს მიმართ ზომებზე არაფერია ნახსენები, მაგრამ არის გამაფრთხილებელი ჩანაწერი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, რომ „თავიანთ განზრახვებთან" დაკავშირებით განმარტებები გაკეთდეს.
|
ნატალია ჯვარიძე 27.06.2024
საქართველო ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს - 26 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა 4 ქულა დააგროვა და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნიის კი, ესპანეთს დაუპირისპირდება.
|
რეზონანსი 27.06.2024
(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „შეშფოთებულია იმით, რომ საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სადავო პირობებში მიღება არ იყო იზოლირებული ფაქტი, არამედ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე," - ნათქვამია ასამბლეის მიერ ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.06.2024
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელს და „ახალის" თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას უპირისპირდება - საქმე ეხება 26 ივნისის მელიას ვრცელ ინტერვიუს და მასში გაჟღერებულ განცხადებებს, რომელიც სააკაშვილს არ მოეწონა - პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ენმ-ს ყოფილი თამჯდომარე „ერთი-ერთში იმეორებდა" „ქართული ოცნების" გზავნილებს და კლიშეებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|