ნატალია ჯვარიძე 18.09.2026

თბილისის ბაგა-ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყეს. შემთხვევის გამო რამდენიმე ბაღი დაიხურა, ჰოსპიტალიზებულთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სპეციალისტები კი ინფიცირების ჯაჭვის შესაჩერებლად საკვები ნიმუშების სასწრაფო ექსპერტიზასა და მიზეზების დროულ დადგენას ითხოვენ.
|
ნატალია ჯვარიძე 17.09.2026
მთავრობამ გრანტების მართვის სააგენტოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უწყება, რომელიც წელიწადნახევრის წინ დიდი ზარზეიმით შეიქმნა, წლის ბოლომდე დაიხურება, რადგან, როგორც პრემიერი ამბობჰს, „ენჯეოები" უცხოური ინტერვენციის ინსტრუმენტია". ექსპერტები კი სააგენტოს გაუქმებას მის უფუნქციობასა და დაბალ ეფექტიანობას უკავშირებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 11.09.2026

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინა. გამოძიების ცნობით, დაბადების დღეზე სადღეგრძელოს გამო დაწყებული დაპირისპირება დანით სასიკვდილო ჭრილობების მიყენებით დასრულდა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
|
ნატალია ჯვარიძე 10.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურის მტკიცებით, მოპოვებული მიმოწერა და ფარული ჩანაწერები ნია იმნაძის მხრიდან დანაშაულის წაქეზებას ადასტურებს, ხოლო დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და საქმეში რაიმე მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს. დაკავებული მოზარდი პატიმრობაში რჩება.
|
მარიამ ვეკუა 03.09.2026

ნეპალში მომხდარი კატასტროფა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. კითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი საფრთხე საქართველოში, „საქართველოს მწვანეები -დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში პირველადი შეტყობინების/ განგაშის სისტემების დამონტაჟება უკვე მიმდინარეობს.
| |
ნატალია ჯვარიძე 27.08.2026

ათასობით აბიტურიენტი წელს უნივერსიტეტის გარეშე დარჩა, რამაც საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება და განათლების სისტემის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის განცხადებით, ჩარიცხულთა წილი აბიტურიენტთა გააზრებულ არჩევანზე მიუთითებს, თუმცა განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ეს მასობრივი ჩარჩენა არა არასწორი არჩევანის, არამედ კვოტების შემცირებისა და ფაკულტეტების გაუქმების შედეგია და პასუხისმგებელ პირთა გადაყენებას ითხოვს.
|
რეზონანსი 27.08.2026

გლობალურ ეკონომიკაში ცვლილებები, შუა დერეფნის პერსპექტივები, რუსეთთან და ცენტრალურ აზიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება და საერთაშორისო პარტნიორებთან ბალანსის პოვნა იყო მთავარი თემები მრგვალი მაგიდის „გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე".
|
ნატალია ჯვარიძე 14.08.2026

ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკაში ყოფნის სირთულე და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა დასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ერთგული რჩება. ოპოზიცია კუნჭულიას წასვლას კორუფციასა და შიდა დაპირისპირებას უკავშირებს.
|
ნატალია ჯვარიძე 14.08.2026

ანსამბლ „სუხიშვილების" ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილის განცხადებას, რომ ოკუპაციის გამო ანსამბლი რუსეთში არ გაემგზავრება, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საპასუხოდ, მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, სადაც ხელისუფლებისგან „სუხიშვილების" დისკრედიტაციის გამო საჯარო ბოდიშსა და კულტურის სფეროს დამოუკიდებლობის პატივისცემას მოითხოვენ.
|
ნატალია ჯვარიძე 13.08.2026

გომის მთაზე მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევას ბელარუსის ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 17 ტურისტი დაშავდა. მოსახვევში მძღოლმა მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. დაშავებულები ბათუმისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს, მათ შორის ორი რეანიმაციაშია.
|
მარიამ ვეკუა 13.08.2026

მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ძებნის მე-4 დღეს, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკას შეიყვანენ -12 წლის წინანდელი საქმის განახლებული საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მეწყრის ვერსია გამორიცხულია, ხოლო საქმეში არსებული ახალი ვიდეოჩანაწერი მოწმეთა ჩვენებებს თავდაყირა აყენებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|