რეზონანსი
02.05.2024

პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი. ასევე, სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები. რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას.

"ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ბოლო 2 კვირაა რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი, მასშტაბური აქციები იმართება. ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს.

გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე 11 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 8 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველი მაისის ღამის შემდეგ დაკავებულია 65-მდე ადამიანი.

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×