რეზონანსი
02.05.2024

წინასწარი ულტიმატუმებით ქვეყანასთან საუბარი არის ძალიან ცუდი. პრემიერ-მინისტრმა უკვე შესთავაზა პარტნიორებს ღია დისკუსიის გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავენ პრობლემას, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულები იმისთვის, რომ სწორედ ასეთი პროვოკაციები არ განხორციელდეს. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან. როდესაც ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალური დირექტორი იყო ჩამოსული, მას და პრემიერს შორის საუბარშიც გამოიკვეთა, რომ მათაც სურთ, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა ურთიერთგაცვლა დაიწყოს. ჩვენ მზად ვართ, პრემიერ-მინისტრმა უკვე რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომ ნუ იქნება შაბლონური და მაპროვოცირებული განცხადებები, და შესთავაზა პარტნიორებს ღია დისკუსიის გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავენ პრობლემას, რაც ხელს არ უწყობს ევროპულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და რაც რატომღაც ვიღაცამ „რუსულ ინტერესად" მიიჩნია. ალბათ, ეს დიალოგი გაგრძელდება. წინასწარი ულტიმატუმებით ქვეყანასთან საუბარი არის ძალიან ცუდი. როდესაც შენ არ გინდა ამ ქვეყნის მიერ გადადგმული სუვერენული ნაბიჯების შინაარსში ახსნა-განმარტება მოისმინო და პირდაპირ ეუბნები, რომ ეს რუსულია. მოდით ასე ვთქვათ, ეს შეურაცხმყოფელია - რას ჰქვია, „რუსულია"? ანუ, შენ უფრო დიდი პატრიოტი ხარ, ვიდრე საქართველო და მისი მთავრობა? შენ უფრო მეტად გინდა საქართველოს დეოკუპაცია, ვიდრე საქართველოს? უნდა დამთავრდეს ის მიდგომა, რომ გარედან იმართებოდეს საქართველოში პროცესები", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×