რეზონანსი
03.05.2024

თუ მათ აქვთ პრეტენზია, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, განათლებული მომავალი არიან, მათ ძალიან მარტივ რამეს ვეტყოდი - ჩვენი ხელისუფლების ქმედებები შეაფასონ, არათუ დეკლარირებული და გაკეთებული განცხადებები, არამედ ქმედებები, - ამის შესახებ „ქრონიკაში" ჩართვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ კარგად გაიაზრონ, რომ პირველ რიგში, ევროპა არის განათლების მაღალი ხარისხი. თუ ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ, რომ ევროპული მომავლის ნაწილი არიან და არ არიან საზარბაზნე ხორცი და უბრალოდ ინსტრუმენტი ხელმოცარული რადიკალი ჯგუფებისა, ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები, რომლებიც ნულოვანი რეიტინგით გამოირჩევიან. თუ მათ აქვთ პრეტენზია, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, განათლებული მომავალი არიან, მათ ძალიან მარტივ რამეს ვეტყოდი - ჩვენი ხელისუფლების ქმედებები შეაფასონ, არათუ დეკლარირებული და გაკეთებული განცხადებები, არამედ ქმედებები. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელსაც დღეს აფრიალებენ, ამ კონსტიტუციას იმ ადამიანებმა, ვინც მათ იყენებს, გვერდით დაუდგნენ ვაშაძესა და სხვებს, საერთოდ ხმა არ აქვთ მიცემული. დიახ, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი კონსტიტუციით არის განსაზღვრული", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×