ელზა პაპოშვილი
30.10.2022

ამ დროისთვის პოლიცია კვლავ ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა თბილისში, სასტუმრო „ლუქსში“, სადაც 47 წლის ბიზნესმენი გიორგი მაისურაძე, სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა. გამოძიება იკვლევს სასტუმროს გარშემო განლაგებული კამერების ჩანაწერებს, რათა დაადგინოს ვინ შეიძლება სასტუმროში შესულიყო და ბიზნესმენის ნომეში ხელყუმბარა აემოქმედებინა. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთის მიხედვით, ბიზნესმენმა თვითმკვლელობის მიზნით თავი სასტუმროს ნომეში თავად აიფეთქა, ხოლო მეორე ვერსიით ის სასტუმროში ააფეთქეს. 

ელზა პაპოშვილი
28.10.2022

თბილისში, სასტუმროს ნომერში 47 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად აფეთქდა - სასტუმრო „ლუქსის“ ნომერში ხელყუმბარის აფეთქების გამო ახალგაზრდა კაცმა დაზიანებები, ქვედა კიდურზე, გულმკერდსა და თავზე მიიღო. სასტუმრო დალუქულია, ხოლო გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინ აამოქმედა გამთენიისას სასტუმროს ნომერში ხელყუმბარა.

ელზა პაპოშვილი
26.10.2022

ოჯახი უკვე მესამე დღეა, ფოთში დაკარგულ 22 წლის ჯანო ჯიქიას ეძებს. ის სახლიდან  24 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ სახლიდან გასვლისას ბიჭს წითელი მოსაცმელი ეცვა და შავი ქუდი ეხურა. პოლიციამ კამერების დათვალიერების შემდეგ ნახა, რომ ბიჭის კვალი ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა.   

ელზა პაპოშვილი
25.10.2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ის წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

ელზა პაპოშვილი
24.10.2022

ქვემო ქართლში მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. დაშავებულს 4 ტყვია ქვედა კიდურების არეში აქვს მოხვედრილი. არიფ აზიზოვს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

ელზა პაპოშვილი
22.10.2022

აფეთქება თბილისში, ლაღიძის ქუჩაძე - შაბათს დღისით ორ ადამიანს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ხელყუმბარის სროლა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქებას იმხელა ხმა და სიმძლავრე ჰქონა, რომ ახლომახლო შენობები შეზანზარდა შეშინებულმა მოსახლეობამ სახლები სასწრაფოდ დატოვა.

ელზა პაპოშვილი
21.10.2022

ქუთაისში პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით დაკავებულებს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციამ ორი დღის წინ  ორი პირი დააკავა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გაშიფრულია სქემაც, რომლითაც დაკავებულები  ბავშვებს ავიწროებდნენ.  

ია აბულაშვილი
21.10.2022

„საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის კიდევ ერთმა შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობას საფრთხეს ვერ შეუქმნის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე უკრაინის ხელისუფლების საქციელს.

ელზა პაპოშვილი
19.10.2022

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში - გავრცელებული ცნობით, პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გაშიფრულია სქემაც, რომლითაც დაკავებულები ბავშვებს ავიწროებდნენ.  

რეზონანსი
18.10.2022

ბოლო პერიოდში შინაური ძაღლების გამვლელებზე გახშირებული თავდასხმების გამო, ხელისუფლება ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომლითაც მკაცრდება და იზღუდება ძალღების ყოლისა და მათი გასეირნების წესები. მომავალი პროექტის ზოგიერთი რეგულაცია უკვე ცნობილია. ცხოველთა უფლებების დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეთანხმება ახალ კანონპროექტის მიღებას, თუმცა გაუმართლებლდა მიაჩნია კანონმდებლობაში „აგრესიული ჯიშის ძაღლების“ მცნების შემოღება და შესაბამისი სიის შედგენა.

ელზა პაპოშვილი
17.10.2022

სისხლიანი გარჩევა რუსთავში - სამმა პირმა 40 წლამდე კაცს ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებული კლინიკაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მშენებელთა ქუჩაზე , "ჰაიდელბერგ" ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლიან დაპირისპირებას წინ სიტყვიეერი შელაპარაკება უძღვოდა. სავარაუდოდ, საქმე ყოფით ნიადაგზე გარჩევას უკავშირდება. 

ელზა პაპოშვილი
14.10.2022

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სოციალური ქსელის - FACEBOOK-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე "ნინოს" საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×