ელზა პაპოშვილი 18.03.2024
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ძვირად ღირებული ჩანთების ქურდობისთვის დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, 35 წლამდე კაცი მაშინ აიყვანეს, როცა ის ჩანთების ლომბარდში ჩაბარებას ცდილობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი სხვადასხვა ბრენდული მაღზიებიდან ჩანთებს მაისურში მალავდა და ისე გამოჰქონდა.
თუმცა, მედია არ ასახელებს იმ ბრენდების სახელებს, რომელსაც მამაკაცი იპარავდა. პოლიციამ სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგად მამაკაცის ვინაობა დაადგინა და მისი ძებნა დაიწყო. საბოლოოდ კი ერთ-ერთ ლომბარდში დააპატიმრეს.
|
ელზა პაპოშვილი 16.03.2024
ხონში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ფაქტი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. მამაკაცი ყოფილ ცოლს სახლში მიუვარდა და კონფლიქტის შემდეგ სიდედრს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.
|
რეზონანსი 16.03.2024
1993 წლის 15-16-17 მარტს აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების ერთობლივი შემოტევა სოხუმზე ქართულმა არმიამ მოიგერია და გამარჯვების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ისტორია შექმნა საბოლოოდ დამარცხებულ ომში.
|
ელზა პაპოშვილი 15.03.2024
12 წლის ანა იანუშაიტიტეს ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, გამოძიება კვლავ არ გაუცია პასუხი, ვინ მოკლა მოზარდი. ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებულია.
„უფლები საქართველოს“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობას.
2 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.03.2024
„ოცნება" ენჯეოებს კვლავ მწვავედ აკრიტიკებს - მმართველი პარტია წინააღმდეგია ვეტინგის სისტემის დანერგვის, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს და აცხადებს, რომ ეს „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაააქტიურა". მათი შეფასებით, „მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ" იმ მოსამართლეებზე, ვინც ამ იდეას ემხრობა.
| |
ელზა პაპოშვილი 13.03.2024
ქედაში 53 წლის კაცს 15 წლის დისშვილზე სექსუალური ხასიათის დანაშაულს და ასევე გოგონას შეყვარებულის დაჭრას ედავებიან. მას თუ ბრალი დაუმტკიცდა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებინ, პოლიციამ ბიძასთან ერთად გოგონას დეიდაც დააკავა. ცოლ-ქმარი მაშინ აიყვანეს, როდესაც გოგონამ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ დეიდამ სიმართლის გაგების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადა. გოგონამ დახმარებისთვის ასევე 15 წლის შეყვარებულს მიმართა, რომელმაც კაცთან დალაპარაკება სცადა, მან კი მოზარდი ცივი იარაღით დაჭრა.
|
ელზა პაპოშვილი 12.03.2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს. საქმე 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ დანაშაულს ეხება. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, კაცს მაშინ ნათესავები თავად გაუსწორდნენ - ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფელში ასე ჩამოატარეს. ამის გამო იგი პოლიციამ იგი დაზარალებულადაც სცნო და ამ საქმეზე 3 პირიც დააკავა. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ 30 წლის მამაკაცმა ნათესავ ქალზე ძალადობა მართლაც სცადა და პოლიციამ შესაბამისი მუხლით ისიც დააკავა.
|
ელზა პაპოშვილი 11.03.2024
ნარკოტიკებთან ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცველები აგრძელებენ. კიდევ ერთი ხმაურიანი დაკავება თბილისში, დადიანის ქუჩაზე ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში მოხდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს. მეზობლები ადასტურებენ, რომ ამ მისამართზე პოლიცია ნამდვილად იყო მობილიზებული. გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა ამოიღეს სპეციალური ხელსაწყოებიც, რითაც წყვილი ნარკოტიკულ საშუალებებს გასაყიდად ამზადებდა.
|
ელზა პაპოშვილი 09.03.2024
რუსთავში, თორდიას ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი ყოფილ ცოლს მიუვარდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა ქალი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდა, მასთან დალაპარაკებას ითხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2024
ავსტრიის პოლიციამ ქართველების დაჯგუფება დააკავა, რომელმაც, გამოძიების მიხედვით, ავსტრიის ქალაქ კრემსის სხვადასხვა რაიონში ათამდე მდიდრული სახლი გაძარცვა. ჯამში კი ნაქურდალმა 107 000 ევროს ჯამური ზარალი შეადგინა. მედიის ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, სახლები კარგად ორგანიზებული სქემით გაქურდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.03.2024
მუქარა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე - როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე კაცი მეუღლეს დაემუქრა. ფაქტის შემსწრენი ამბობენ, რომ კავი ქალს მოკვლით ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებობდა საფრთხე, რომ ქალს ფიზიკურად გაუსწორდებოდა ან მუქარას სისრულეში მოიყვანდა. ამიტომ მარკეტში მყოფმა ხალხმა პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|