თამთა ჩაჩანიძე
22.08.2022

„ნაცმოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი შემოდგომიდან გააქტიურებას აპირებენ და აცხადებენ, რომ საზოგადოება ქვეყანაში „ახალ არჩევნებს აუცილებლად მიაღწევს". „ქართული ოცნებისგან" გასული დეპუტატები კი ეჭვობენ, რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარი აქვს ჩაფიქრებული. რაც შეეხება „ოცნების" პოზიციას, ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება - „სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს და სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის". რას შეიძლება აპირებდეს სინამდვილეში თავად ოპოზიცია?

ია აბულაშვილი
22.08.2022

შეიძლება დღეს ძალაუფლება ქუჩაში აგდია, მაგრამ ოპოზიცია მას ხელში ვერ აიღებს, რადგან სუსტია - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „ცხელ შემოდგომას." „რეზონანსი" მას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
22.08.2022

ხალხში რევოლუციური განწყობები მაინც არაა. არა მგონია, რომ ასეთი ლიდერების პირობებში რევოლუცია შესაძლებელი იყოს. სააკაშვილმა, რომ აქტუალობა დაკარგა, ეს უკვე ცალსახაა. ქარიზმატული და სანდო ლიდერის გარეშე კი ოპოზიციის შანსები მცირდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
22.08.2022

კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსმა პარტიზანებმა აიღეს. როგორც „ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და კრემლს და ვლადიმერ პუტინს განადგურებით ემუქრებიან. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ რუსეთში შიდა პოლიტიკური ტერორიზმის ახალი მძლავრი ტალღა დაიწყოს. რაც შეეხება კრემლის ეჭვებს კიევზე, ის ამბობს, რომ ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან თავად ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან და ასეთ ქმედებას არც დასავლეთის ქვეყნები დაუჭერდნენ მხარს.

თეონა ვეშაგური
21.08.2022

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა და სამხედო ანალიტიკოსების უმრავლესობა 23-24 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების მასშტაბების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს. ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის სარდლობა დამოუკიდებლობის დღისათვის, სავარაუდოდ, გარკვეულ „სიურპრიზებს" უმზადებს მოწინააღმდეგეს, თუმცა, გულხელდაკრეფილი არც რუსები არიან და ამ დღეებში გააქტიურება მათგანაც მოსალოდნელია.

ელზა პაპოშვილი
21.08.2022

სამწლიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმოსვლა აღდგა. დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ყოველთვიურად 10 დღის განმავლობაში დე ფაქტო საზღვარი რიგითი მოქალაქეებითვის ღია იქნება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი „დათბობა“ საქართველოსა და რუსეთს შორის ფარული შეთანხმების შედეგია.

თეონა ვეშაგური
20.08.2022

დასავლელი დიპლომატები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის დარღვევად მიიჩნევენ, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ნატო პირდაპირ ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში. ექსპერტის შეფასებით, აშშ ცდილობს გააფრთხილოს რუსეთი და დაახევინოს უკან, რათა არ მოხდეს უდიდესი კატასტროფა ევროპაში.

ელზა პაპოშვილი
19.08.2022

უმიზნებს თუ არა უკრაინა ყირიმის ხიდს და რამდენად რეალურია მისი აფეთქება? ფრონტის ხაზზე უკრაინის ომის 177-ე დღეს მოვლენები კვლავ სწრაფად ვითარდება. ორივე მხარე, უკრაინაც და რუსეთიც შეტევით ბრძოლაზე გადასავლას ცდილობენ. 

ელზა პაპოშვილი
18.08.2022

ომის 176-ე დღე უკრაინაში - რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას განაგრძობენ. დილით მათ იერიში მიიტანეს ხარკოვის ჩრდილოეთით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა - ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დაშავებულთა შორის არის 11 წლის ბავშვიც. რაკეტა სალტოვკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. საავადმყოფოში გადაყვანილთა შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

თეონა ვეშაგური
18.08.2022

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო კატასტროფაზე საუბრობს. მისი თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

თეონა ვეშაგური
18.08.2022

„ოცნებამ" გააკეთა თავისი გასაკეთებელი, შექმნა სამუშაო ჯგუფები, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - თუ ასე გაგრძელდება, ალბათ არ გვექნება კარგი შედეგი. რა ეტაპზეა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხიდა რა უნდა მოიმოქმედონ პოლიტიკურმა ჯგუფებმა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს.

თეონა ვეშაგური
18.08.2022

ლენდ-ლიზის პროგრამა ამუშავებულია, სწორედ ამის გათვალისწინებით გადაეცა უკრაინას შეიარაღება აშშ-დან. თუმცა, არ არის გამორიცხული მოხდეს კიდევ უფრო მეტი იარაღის გადაცემა. ჯერჯერობით ხდება ფინანსური დახმარების გაწევა - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია საუბრობს და იმ სიკეთეებს აღნიშნავს, რაც უკრაინამ მიიღო პროგრამის ფარგლებში.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×