ელზა პაპოშვილი 23.05.2024
გაერთიანების იდეამ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საერთო საარჩევნო სიის შექმნაზე პარტიების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. „ლელოს“ ლიდერის განცხადებას კი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ბევრის მიერ არასწორ სტრატეგიად ფასდება მამუკა ხაზარაძის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე, ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
|
ნატალია ჯვარიძე 23.05.2024
„აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკელის გამოსვლამ მე კიდევ ერთხელ დამაფიქრა და მგონია, რომ აშშ-ში საქართველოს წინააღმდეგ, სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი დოკუმენტები მზადდება. ასევე დასაფიქირებელია საქართველოს გენერალური პროკურორის გადადგომაც, ამას სხვა გადადგომებიც მოჰყვება", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.05.2024
გენპროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა - წერილობით განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურის საიტზე დევს, ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის „ურთულესი" იყო. გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასებები - „ოცნების" მტკიცებით, შოთაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რეალურად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგოგომარეობაა, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „სისტემა რღვევას იწყებს".
|
ელზა პაპოშვილი 22.05.2024
ფემიციდის და ორმაგი მკვლელობის უმძიმესი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ძველ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, გამვლელებმა დღის 1 საათზე 5-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულებს კი საზარელი სურათი დახვდათ. ორი ახალგაზრდა ქალი მიწაზე იწვა და სისხლში ცურავდა. არცერთ მათგანს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. იქვე იდგა ეტლი, როემლშიც ჩვილი იწვა და ტიროდა. მიცვალებულებთან კი თავად სავარაუდო, თავდამსხმელი 27 წლის გიორგი პირაშვილი იდგა, რომელმაც პოლიციაში თავადვე დარეკა.
|
ქეთო გოგოხია 22.05.2024
ინფლაციის რისკისა და ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის ცვლილება გარკვეულ უარყოფით განწყობას იწვევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებისა და საფინანსო სპეკულაციების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნაადრევია, თუმცა მცირედი კლებას სებ-ს მაინც და მაინც სარისკო ნაბიჯად არ უთვლიან.
|
გვანცა წულაია 22.05.2024
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის გამო ტურიზმის ინდუსტრიას გარკვეული სახის პრობლემა შეექმნა. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სექტორს ,,გამჭვირვალობის კანონზე“ მეტად, აქციები და არასტაბილურობა აზარალებს, ამიტომ, როგორც ირკვევა, ვიზიტორებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს, თუმცა რეალურად სულაც არ არის ისეთი სურათი, როგორც ზოგიერთი ტუროპერატორი ან სასტუმროს მეპატრონე ხატავს. მოლოდინი სახარბიელო არ არის, მაგრამ როგორც დარგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პრობლემა დროებითია და სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
|
ელზა პაპოშვილი 22.05.2024
კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.05.2024
რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბალტიის ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოოს ლიეტუვის და ფინეთის საზღვრებთან - ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტი მოამზადა, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლას სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირების მცდელობას ნიშნავს. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს.
|
ნატალია ჯვარიძე 22.05.2024
პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტის შეკითხვას თუ როგორია ვაშინგტონის დამოკიდებულება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის პოტენციურ თავდასხმებთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ აშშ-ს პოზიცია უცვლელია.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.05.2024
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ აშშ-ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და პირდაპირ ფრენებზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, „მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება". ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს განცხადება კომპრომისის შესაძლებლობას ლოგიკურად აჩენდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ „სიტყვის მასალაც" იყოს, რადგან ახლა „ოცნება" უკან დამხევი არ ჩანს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ იზიარებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 22.05.2024
ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს. ამას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გამოეხმაურა, მან ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გაიწვია და განაცხადა, რომ ეს არის სიგნალი იმის შესახებ, რომ ისრაელი ამას ჩუმად არ უყურებს.
|
ელზა პაპოშვილი 21.05.2024
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამ ფორმით მიღება დაუშვებელია და ის გაწვეული უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტიდან. რა გზა რჩება ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ და გადაიფიქრებს თუ არა მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|