თეონა ვეშაგური
30.06.2022

მადრიდის სამიტის მეორე დღე - ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია და ლიდერების განცხადებები საქართველოზე. სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

თამთა ჩაჩანიძე
30.06.2022

უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ოკუპანტების ინტენსიური დაბომბვების ქვეშაა ქალაქი ლისიჩანსკი. სარაკეტო იერიშები განხორციელდა, ოჩაკოვზე, ასევე ხარკოვისა და დონბასის ოლქების ქალაქებზე. როგორც ჩანს, ოკუპანტი საომარი მოქმედებების შენელებას და მით უმეტეს დასრულებას არც ფიქრობს, რადგან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებით, დონბასის „გათავისუფლებისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის და მისი დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია".

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
29.06.2022

რუსეთის უკრაინაზე პირდაპირი თავდასხმის შემდეგ, ჩრდილო-ატლატინკურმა ალიანსმა არა მარტო გააცნობიერა, რომ დემოკრატიული სამყარო უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, არამედ მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო ალიანსის გაძლიერებისა და აგრესორის „მოთოკვისათვის".

თამთა ჩაჩანიძე
29.06.2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს 28-30 ივნისის სამიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, ისე ამერიკელ კონგრესმენებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდში ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს მთავრობის მეთაურიც დაესწრო.

თამთა ჩაჩანიძე
29.06.2022

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ახლა მეტი საშუალება მიეცემათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე უნდა უთხრან, რაზედაც მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მათი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, სამი დეპუტატის სათქმელი, რის გამოც მათ „ქართული ოცნება" დატოვეს, ძირითადად საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „ოცნება" კრიზისშია.

ელზა პაპოშვილი
29.06.2022

უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება - მიკოლაივში დილით მომხდარ ძლიერ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსულმა ძალებმა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია 3 ადამიანი. ქალაქ ლისიჩანსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად კი 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 23.

თამთა ჩაჩანიძე
29.06.2022

რა მიზეზითაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რომ ნატო არ გაფართოებულიყო, ახლა ამის საწინააღმდგო მიიღო. თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. სამიტზე კი აღინიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან აღნიშნული პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს. ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ქვეყანას ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღებენ. მიიჩნევენ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რაც რუსეთისთვის კატასტროფაა, საქართველოსა და ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის კი სტიმული.

თამთა ჩაჩანიძე
28.06.2022

უკრაინის ფრონტზე ოკუპანტის მორიგი სამიზნე ცნობილია - რუსული მედია უკვე წერს, რომ მათი ნაწილები ფაქტიურად ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდნენ და „ლისიჩანსკის დაცემის შემდეგ, ხარკოვზე შეტევისთვის ემზადებიან". მათივე ცნობით, ბრძოლები უკვე ხარკოვის შემოგარენში მიდის. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ლუგანსკის ოლქში უკრაინელების კონტროლის ქვეშ მყოფი ბოლო ქალაქის, ლისიჩანსკის დაცემა შესაძლოა ბრძოლის მეორე ეტაპის დასასრულად ჩათვალონ, თუმცა მესამე ეტაპის დაწყებისთვის რუსებს ოპერატიული პაუზა უთუოდ დასჭირდებათ.

თეონა ვეშაგური
28.06.2022

რატომ საუბრობს სამოქალაქო სექტორი ოპოზიციის ნაცვლად, თუ წინასწარ არ არიან შეთანხმებული? და თუ არიან შეთანხმებული, მაშინ ეს სულ არ არის სამოქალაქო სექტორი, - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბარში 24 ივნისს ხელისუფლებისათვის წაყენებულ ულტიმატუმსა და ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ელზა პაპოშვილი
28.06.2022

რამდენიმე დღეში იწურება ერთკვირიანი ვადა, რომელიც 24 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს მისცეს. ისინი მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა „სირცხვილია“ პერმანენტულ აქციებს აანონსებს იქამდე, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება. რა მოხდება 3 ივლისს დანიშნულ აქციაზე და შენარჩუნდება თუ არა ის მუხტი, რომელიც 20 ივნისს პარლამენტთან ათიათასობით ადამიანის მისვლის შემდეგ გაჩნდა?

თეონა ვეშაგური
28.06.2022

ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს არის ტიპიური ევროპული გზა, რაზეც უარს აცხადებს ქუჩის აქციების ორგანიზატორთა ჯგუფი. ეს კი ხელს უშლის ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის შესრულებას - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბარში ხელისუფლებსიათვის წაყენებულ ულტიმატუმს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
28.06.2022

უკრაინული მხარე ჩრდილოეთიდან თავდასხმისთვის ემზადება - კიევში აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ხელახალი შეჭრისთვის გამოიყენოს და ამას გარდა, ბელარუსის არმია შესაძლოა ღიად ჩაერთოს ომში რუსეთის მხარეს. რუსეთი კი ბელარუსს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-ემ"-ებს მიაწვდის, რომლებიც შესაძლოა ბირთვული ქობინებით იყოს აღჭურვილი.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×