ელზა პაპოშვილი
08.06.2024

ბარსელონაში ქართველი ქალის, 32 წლის ნათია გულბანის ტრაგიკული დაღუპვა ადგილოობრივი მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. მისი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 2 ივნისს მისი მეუღლე, ასევე 32 წლის ბექა იმერლიშვილი დააკავა. ისინი ორი კვირის დაქორწინებული იყვნენ. წინასწარი ვერსიით, ოჯახური კონფლიქტისას ახალგაზრდა ქალი ქმარმა სახლის აივნიდან გადმოაგდო. გოგონა ადგილზევე დაიღუპა. 

ნატალია ჯვარიძე
08.06.2024

ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის. ამის შესახებ პარტიის მთავარ ოფისშ შაბათს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ხაბეიშვილის გადადგომის მიზეზად მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დასახელდა. თუმცა, ანალიტიკოსების ამას უფრო სხვა ფაქტორებს უკავშრებენ. მათი შეფასებით, ხაბეიშვილი, როგორც ლიდერი, არ იყო მისაღები ფიგურა არც პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობაში და არც დასავლეთში. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ ხაბეიშვილის გადადგომის შემდეგ უკვე რეალური გახდეს ენმ-ისა და ყოფილი „ნაციონალების", მათ შორის პარტიის ყოფილი გენმდივნის, ნიკა მელიას პარტია „ახალის" თანაშრომლობა და ალიანსიც კი.

ნატალია ჯვარიძე
07.06.2024

რუსეთი ისედაც სულ შეტევაშია, მაგრამ მასშტაბს ვერ ზრდის, რადგან ფრონტის სიგრძე ძალიან დიდია. მე მათი მხრიდან დიდ შეტევას არ ველოდები, - აცხადებს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე „რეზონანსთან" საუბრისას გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით კი უკრაინელებმა თავდაცვითი ბრძოლების ინტესიფიკაცია დაიწყეს და რეზერვების მობილიზება შეძლეს, თან დასავლურმა სამხედრო დახმარებამაც წამოუსწრო.

ელზა პაპოშვილი
07.06.2024

ანტიტერორისტულიი ოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. საქმეს გრიფი ადევს, ამიტომ სასამართლო პროცესის დეტალები უცნობია. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დუმილის უფლება გამოიყენეს.

ელზა პაპოშვილი
07.06.2024

რა გავლენას მოახდენს ამერიკის მხრიდან „ოცნების“ წევრების დასანქცირება არჩევნებზე? დაკარგავს ხელისუფლება მხარდამჭერებს ამის გამო თუ პირიქითი, მისი ელექტორატის მობილიზებას მოახდენს? „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამერიკელები ცდლობენ ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მოგებაში დაეხმარონ. ამიტომ სანქციები მათთვის პოლიტიკური ქულების ასაწევად გამოაცხადეს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ხალხს ახლა აქვს შანსი, რათა დასანქცირებული „ოცნება“ ხელისუფლებიდან არჩევნებით გაუშვან. 

თამთა ჩაჩანიძე
07.06.2024

აშშ-ს შეზღუდვების პირველი ტრანში 26-დან 36 პირს მოიცავს, რომელშიც მოიაზრებიან „ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირები. სახდეპის სპიკერის მეტიუ მილერის ნათქვამი, რომ „სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია", თავის თავში მოიცავს იმას, რომ გაფართოვდება სანქცირებულ პირთა სიაც და ზომებიც უფრო მკაცრი გახდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომდევნო ნაბიჯები უკვე არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ ქვეყანასაც შეეხება.

ნატალია ჯვარიძე
07.06.2024

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაფართოებით იმუქრება, ამ საკითხზე "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ პოზიცია უცვლელად დარჩება, რადგან ახლა უკანდახევა "ოცნებისთვის" არჩევნებში წაგების ტოლფასია.

თამთა ჩაჩანიძე
07.06.2024

აშშ-ს სახდეპმა სანქციების პირველი ტრანში გამოაცხადა, ახლა მთავარი კითხვაა თუ კონკრეტულად ვინ მოექცა სავიზო შეზღუდვების ქვეშ - სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, პირველი ტალღა 24-დან 36 პირს მოიცავს, მათ შორის არიან "ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირები. როგორც მილერი დასძენს, „ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნების" და „საქართველოს ლიდერები ქმედებებს გადახედავენ".

თამთა ჩაჩანიძე
06.06.2024

„მე ამ კანონს ვუწოდებდი „დაუძინებელი აქტი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აშშ-ს კონგრესში ინიცირებულ „მეგობარი აქტთან" დაკავშირებით, რასაც ოპოზიციისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მანამდე, აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ირმა ჩიტაია
06.06.2024

თხილის სეზონური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მოსავალი ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია და შარშანდელთან შედარებით მეტაც ელოდებიან. თუმცა ფერმერებისთვის ფაროსანა, სოკო და თხილთან დაკავშირებული სხვა საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია აქტიური შეწამვლა, რასაც ფერმერები რიგიანად არ ახორციელებენ.

ელზა პაპოშვილი
06.06.2024

5 ივნისს  ვარკეთილში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 40 წლის იური კალანდარიშვილს გამოძიება სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის მეზობლის  ბაჩო ბაშარულის  და მისი 40 წლის მეგობრის  ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მან ორი ადამიანი განზრახ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. თავად ბრალდებული კი ამბობს, რომ მას მეზობელი და მისი თანმხლები პირი სახლში მიუვარდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მან თავდაცვა გადაწყვიტა და იარაღი გამოიტანა, რათა თავდამსხმელები შეეშინებინა. თუმცა მათ იარაღის წართმევა მოისურვეს, რა დროსაც გასროლა მოხდა და ორივე მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა. 

რეზონანსი
06.06.2024

პუტინი იმუქრება და  დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ მის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.  პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×