რეზონანსი
06.05.2024

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი გულწრფელი ემოცია ოპოზიციამ შესაძლოა მათსავე წინააღმდეგ გამოიყენოს.

„პოლიტიკურ უმცირესობას ქართული კანონი და მისი „რუსულობა“ უკვე დაავიწყდა - მის შინაარსში საერთოდ არ შესულან და არც ახლა აპირებენ. ისინი აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვებიან რევოლუციის განვითარებას. ფსიქო-ემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურთ. მათი ეს ზრახვები არის სახიფათო, გარდა იმისა, რომ მიუღებელია. ამიტომ, სიფრთხილე მართებთ ახალგაზრდებს, ბავშვებს და მათ მშობლებსაც, რომ მათი გულწრფელი ემოცია არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ ხალხის სასარგებლოდ”, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დევი ჭანკოტაძის შემდეგ, მსხვერპლზე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი ალაპარაკდა. პარტიის საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს მოვლენები. ის ტრადიციულად პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×