გვანცა წულაია
25.06.2024

ავტოსადგურების გამართლად მუშაობისთვის მთავრობამ ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა უნდა დააკმაყოფილონ. ახლა საინტერესოა, თავად ავტოსადგურების პოზიცია, რამდენად მზად, საკმარია თუ არა მათთვის მიცემული ერთ წლიანი პერიოდი, რა დროშიც მოთხოვნებს უნდა მოერგონ. 

გვანცა წულაია
25.06.2024

მთავრობამ კურორტ ბახმაროში „ორბის“ სამშენებლო პროექტში სხვადასხვა სახის ცვლილება შეიტანა. შესაბამისი განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც მოსახლეობამ და ურბანისტთა ნაწილმა მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა, რის მიზეზადაც ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის საფრთხის შექმნა და ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემის უკიდურესად გამწვავება დასახელდა.

ნატალია ჯვარიძე
25.06.2024

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. როგორ შეიძლება აღსრულდეს ჰააგის ეს გადაწყვეტილება და ვინ დააკავებს მათ?

თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ბოლო დროს, კრემლის მაღალჩინოსნები საქართველოზე განცხადებას ხშირად აკეთებენ - ერთ-ერთი ბოლო რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსეი ოვერჩუკის იყო, სადაც ამბობს, რომ „საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს". ანალიტიკოსთა შეფასებით, ფრაზაში კარგად ჩანს, რომ მოსკოვი თბილისს სამხედრო კუთხით უყურებს, კრემლის მარალჩინოსნებისთვის კი ახლა მნიშვნელოვანია „სამხრეთ ფლანგზე სტაბილურობა იყოს".

ნატალია ჯვარიძე
25.06.2024

დღეს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება და ლუქსემბურგში იმართება. რა ვადებს მოიცავს მოლაპარაკების პროცესი და რა იქნება ამის შემდეგი ეტაპი უკრაინისა და მოლდოვასთვის - როდის შეუერთდება ამ პროცესს საქართველო.

თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის ახალი დეკლარაცია შეიმუშავა, მასზე ხელმოწერა გულისხმობს „ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე ისე მის შემდეგ", აღნიშნულია, რომ 8 ივლისამდე ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. განცხადებას ხელს აწერენ - ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „ახალი", „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება". დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
24.06.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ „გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს ევროკავშირთან აშორებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები, რომელთა შემოღებასაც კონსენსუსი არ სჭირდება, საქართველოს მაინც დაუწესდება. ამის შესახებ 24 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა და კონკრეტული შეზღუდვებიც ჩამოთვალა.

ქეთო გოგოხია
24.06.2024

საწვავის ბაზარზე მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. ლარის გაუფასურების გამო კომპანიებში ფასების შენარჩუნება აქამდე  წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, კურსი ნელ-ნელა მყარდება, რაც საწვავის ფასებზეც ადეკვატურად იმოქმედებს. მართალია, ნავთობპროდუქტების გაიაფება ჯერჯერობით ადრეა, თუმცა არსებული ფასები ალბათ შენარჩუნდება. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ პროდუქტის გაძვირებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა ახლა ვითარება უმჯობესდება.

ელზა პაპოშვილი
24.06.2024

ოპოზიციური ფლანგი საარჩევნო კონფიგურაციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. პოლიტიკური აქტორების ნაწილის მოწოდებების და სურვილის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არჩევნებამდე კი 4 თვეა დარჩენილი და ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციამ უნდა იჩქაროს

ირმა ჩიტაია
24.06.2024

ახალგაზრდების განათლების დონე და დასაქმების შესაძლებლობები შრომის ბაზარზე დიდი პრობლემაა. ბოლო წლებში ნეგატიური ტენდენცია გლობალური მასშტაბისაა, თუმცა საქართველოს სურათი ევროპასთან შედარებით გაცილებით მძიმეა. პრობლემა სისტემის გაუმართაობაშია, რადგან  დღევანდელი განათლების სისტემა ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკაზე და ამ გზით ქვეყანა შორს ვერ წავა. 

ქეთო გოგოხია
24.06.2024

კომუნალურ მომსახურებაში მონოპოლიური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა უფლებები მუდმივად ირღვევა. ადამიანებს არჩევანის საშუალება არ აქვთ და ხშირად გამოუვალი მდგომარეობის პირისპირ რჩებიან. სფეროში კონკურენცია მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ დროს არც კომპანიები ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგალითზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა. კვირაზე მეტი ხანია, თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა მანამდე ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლოდ იყო დარჩენილი.

ირმა ჩიტაია
24.06.2024

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის კლება შეიმჩნევა. ტენდენცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ლარის კურსი  და უარყოფითი მოლოდინია, რაც არასტაბილურობას იწვევს. მაისი ბაზრისთვის არასახარბიელო იყო. მოთხოვნის შემცირებასთან, ერთად იკლო ფასმაც. სექტორში არსებული პრობლემის მოგვარებას წლის ბოლომდე ნაკლებად ვარაუდობენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×