რეზონანსი
09.05.2024

მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა.

როგორც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.

"უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს", - წერს სოციალურ ქსელში სოფია თოდუა.

ასევე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" იგივე შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს მისი ყოფილი მეუღლე.

„შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან", - წერს დოდი ხარხელი.

„ინტერპრესნიუსი" დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შსს-ში ცდილობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×