რეზონანსი
09.05.2024

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ერი ბრძენია და სწორედ ამიტომ პროვოკაციებს არ აჰყვება.

„ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ: ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, მაგრამ ამას არაფერი აქვს ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები.

დაბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომლებიც მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ, სწორედ ეს არის ამ ძალადობის გამოხატულება.

ქართველი ერი აღარ იარსებებდა, ასეთი ბრძენი რომ არ ყოფილიყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ის არ აჰყვება პროვოკაციებს. იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×