თამთა ჩაჩანიძე
21.07.2022

უკრაინელი სამხედროები დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით რუსებს საბრძოლო რესურსებს თანდათან უნადგურებენ, რის გამოც მოსკოვი შეშინებულია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში „კრემლის მიზნები შეიცვალა" და მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონით აღარ შემოიფარგლება, არც მალავენ და მიზეზად შორი მოქმედების იაღარს ასახელებენ, რომელიც დასავლეთიდან უკრაინაში ეტაპობრივად ჩადის. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთმა შექმნილი ვითარების გამო, უკრაინაში ოპერატიული პაუზა მალე დაასრულა და ომის მეორე ფაზის მეორე ეტაპის ახალი გეგმის შესრულებაზე გადავიდა.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2022

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ექვსკაციანი დელეგაცია ოთხშაბათს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრა, ვიზიტისას რამდენიმე შეხვედრა შედგა - განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადია.

თეონა ვეშაგური
20.07.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ჰაიმარს-ის სარაკეტო საარტილერიო სისტემებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის დამატებით რაოდენობას გადასცემს. გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინამ უფრო შორი მანძილის რაკეტები მიიღოს ჰაიმარსებისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
20.07.2022

თეირანში თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერების მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სირიის კონფლიქტი იყო. გარდა ამისა შეთანხმება შედგა ენერგოუსაფრთხოების სფეროში რუსეთსა და ირანს შორის. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის სასარგებლო არაფერი გააწყვეტილა, წამოიჭრა თემა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ვლადიმერ პუტინმა კიევს ტრადიციულად ულტიმატუმები წაუყენა.

თეონა ვეშაგური
20.07.2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადეების გამოყენება, რათა დაძლიონ კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის" განშტოებებით. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსოფლიოში გაზრდილი სტატისტიკა უკვე ნიშნავს სიტუაციის გამწვავებას.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ევროპელი ლიდერები რუსული გაზის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს საქათველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანას, სატრანზიტო ფუნქციებთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც გაეზრდება, რაც კანდიდატის სტატუსზეც მოახდენს გავლენას.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

ივლისი უკვე მთავრდება და მაინცდამაინც პოლიტიკურად მშფოთვარე არაა, აგვისტოც შედარებით მშვიდობიანი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ შემოდგომა რთული იქნება პოლიტიკური, სოციალური თუ სამართლებრივი მიმართულებით. ომმა კრიზისი შექმნა, თუმცა ხალხს პროდუქტები ჯერ კიდევ აქვს და თავი გააქვს, მაგრამ შემოდგომა-ზამთრისკენ სოციალურ შეტევებს ვპროგნოზირებ, რომელიც პოლიტიკურს აუცილებლად მიებმება - ასეთია „რეზონანსთან" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას პროგნოზი მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლნენებზე. ფიქრობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადება.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე მმართველი გუნდის უარის შემდეგ, ოპოზიციის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არ აპირებს მმართველ ძალასთან ერთად არცერთ სხვა ფორმატში მუშაობას. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია 12 პუნქტი დროულად შესრულდეს, ამიტომ მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

თეონა ვეშაგური
19.07.2022

„ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარს ამბობს, ვინაიდან სესიის ჩატარება კიდევ უფრო გაამწვავებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, რასაც მმართველი გუნდი თავს არიდებს, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამთა ჩაჩანიძე
19.07.2022

რუსული საოკუპაციო ძალები საჰაერო თავდასხმებს არ წყვეტენ როგორც უკრაინის აღმოსავლეთი, ისე სამხრეთ ნაწილში, უკვე მეხუთე თვე ხდება, რაც ქვეყანა რუსულ აგრესიას უძლებს. ფრონტზე სიტუაცია რთულია, თუმცა მიუხედავად ამისა, უკრაინელები კონტრშეტევებს ახერხებენ, შედეგად ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს - იგი ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუციაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ბევრ „დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს", რისთვისაც ევროკომისიას მოუწოდებს მკაფიო პოზიცია გამოხატოს ბრალდებებზე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, ასევე მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

თამთა ჩაჩანიძე
18.07.2022

„ქართული ოცნების" მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, კვორუმი არ შედგება, შესაბამისად, პლენარული სხდომები აღარ გაიმართება. მმართველმა გუნდმა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობაზე უარი იმით ახსნა, რომ ამ პროცესის მიზანი არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა. თავად ოპოზიცია კი საპასუხოდ ამბობს, რომ „ოცნება" ამით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ბოიკოტს უცხადებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×