რეზონანსი
03.05.2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად იცის, რომ კონსტიტუციური გზებით ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი შანსი არ აქვთ და შესაბამისად, მიმართავენ ყველა მეთოდს იმისათვის, რომ გამოიწვიონ მასობრივი მღელვარება და ამ გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, გააღვივოს შუღლი, შემოიტანოს დაპირისპირება, ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი არ მიიღოს და მისი გამავრცელებელი გამოაცხადონ მოღალატედ.

„დღევანდელი ლოზუნგებით გახდა ნათელი თუ რა არის მათი რეალური მიზანი, რაც ჩვენთვის იმთავითვე იყო ცნობილი. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას" სურს ხელისუფლებაში დაბრუნება. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ ეს არის ის ძალა, რომელიც აწამებდა ადამიანებს, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. ეს არის ის ბოროტების მანქანა, რომელმაც დაამკვიდრა ერთი წესი, რომ სისტემას მიეცეს მათ შორის, ადამიანის გაუპატიურების უფლება და სწორედ, ეს დაასრულა „ქართულმა ოცნებამ".

„ნაციონალურმა მოძრაობამ" კარგად იცის, რომ არავითარი შანსი არ აქვთ კონსტიტუციური გზებით ხელისუფლებაში მოსვლის და შესაბამისად, მიმართავენ ყველა მეთოდს იმისათვის, რომ გამოიწვიონ მასობრივი მღელვარება და ამ გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს რა თქმა უნდა, მათ არ გამოუვათ, ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფო არ იქნება შემწყნარებელი სამართალდარღვევების და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ორგანიზების მიმართ. ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვხედავთ იმ სურათს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ძალადობრივი მეთოდებით დაბრუნდეს. მათ შორის, თუ დააკვირდებით, Facebook-შიც ჩნდება სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი პოსტები. ეს არის ის ძალა, რომელიც ცდილობს, რომ გააღვივოს შუღლი, შემოიტანოს დაპირისპირება, ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი არ მიიღოს და მისი გამავრცელებელი გამოაცხადონ მოღალატედ. გააჩინონ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა და იერიში მიიტანონ ინსტიტუტებზე. ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორი თავდასხმა იყო პოლიციელებზე. იგივე მეორე დღეს, როდესაც პოლიცია საერთოდ შესული იყო პარლამენტის ეზოში, დემონსტრანტები ცდილობდნენ, რომ გამოეწვიათ პოლიციელები",- აღნიშნა ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×