რეზონანსი
03.05.2024

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის დროს ერთმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×