რეზონანსი
03.05.2024

პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციები გრძელდება და მათი მიზანი სინამდვილეში არის ზუსტად ამ აგრესიისა და ძალადობის ტირაჟირება საზოგადოებაში, - განაცხადა წუხელ გმირთა მოედანზე განვითარებული პროცესების შეფასებისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

„საზოგადოება ხედავს, რომ პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციები გრძელდება და მათი მიზანი სინამდვილეში არის ზუსტად ამ აგრესიისა და ძალადობის ტირაჟირება საზოგადოებაში და გუშინაც ვხედავდით, რომ ეს ადამიანები უპირისპირდებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებას და არა სახელმწიფოს და მით უმეტეს, პოლიტიკურ პარტიებს. ორგანიზატორები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას და სხვათა შორის, ეს ადამიანები გუშინ თბილი ოთახებიდან ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს და იქიდან მართავდნენ პროვოკაციებსა და აგრესიას. ისინი, ცხადია, ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას და ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არიან. ისინი, ვინც ყველაზე მეტად დარდობენ, რომ საკუთარი დეკლარაციები არ შეავსონ და ის ადამიანები, ვინც ერთის მხრივ არიან პოლიტიკოსები, მეორეს მხრივ, თითქოს „ენჯეოშნიკები", მაგრამ სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×