რეზონანსი
03.05.2024

საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ხდება საფუძველი ხალხში ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობების შექმნის.

„გავიხსენებ ერთ-ერთი ამერიკელი სენატორის წერილს, რითაც იგი „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან" [USAID-], ითხოვდა იმ ფონდების თანხების გასაჯაროებას, რომელიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის იხარჯება უკრაინაში. აღნიშნულმა სააგენტომ უარი უთხრა სენატორს ინფორმაციის გამჟღავნებაზე. სენატორი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია.

ჩვენ ურთიერთსაპირისპირო მესიჯები გვესმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა გამჭვირვალობა, რატომ არის ცუდი ან მიუღებელი რომელიმე სახელმწიფოსთვის, ამის ახსნა ჯერ არ მოგვისმენია არცერთი მხრიდან, ვგულისხმობ ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს. საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები, ვფიქრობ არ არის ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისათვის ხელშემწყობი. ყოველივე ხელს უწყობს ხალხში ანტიამერიკული, ანტიევროპული განწყობების წარმოქმნას, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად დაუშვებელია და ევროპელმა ლიდერებმა ხელი არ უნდა შეუწყონ ასეთი განწყობების შექმნას საქართველოში", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×