ელზა პაპოშვილი 04.07.2024
გორში გლოვაა - ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავი კახა ზურაბიშვილი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს. ავიაკატასტროფა ბოლნისში 2 ივლისს მოხდა. თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა სოფელ დისველში განიცადა, რის შემდეგაც პილოტი დაიღუპა.
|
ელზა პაპოშვილი 04.07.2024
პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ს პოლიტიკის და ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს. მისი თქმით, რამდენიმე წელია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაზიანდა, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
|
ქეთო გოგოხია 04.07.2024
საზღვაო კურორტებს გამოცოცხლება დაეტყო. თუკი აქამდე აქდგილები ნაკლებად იჯავშნებოდა, ბოლო ორი კვირაა, მოთხოვნა გაიზარდა და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები კურორტებზე გამოჩნდნენ. სასტუმროებში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, მინიმუმ 30-40%-იანი მატება იქნება. წელს ტრადიციულად აჭარის საზღვაო კურორტები გამოირჩევიან. სამეგრელოში ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა და ძირითადად ადგილობრივები ისვენებენ. ანაკლიის შემთხვევაში, ამის მიზეზი კურორტის დაბალი ცნობადობაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.07.2024
რამდენიმე დღეში გაირკვევა თუ რა კონფიგურაციით წარსდგებიან ოპოზიციის ერთობის დეკლარაციაზე ხელმომწერი სუბიექტები. მანამდე, 4 ივლისს, ენმ-ის ოფისში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 8 ივლისს ერთობის პრეზენტაცია შედგება, ასევე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეების საკითხი. წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურად ლევან ხაბეიშვილს წარადგენენ, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობას კვლავ ბოკუჩავა გააგრძელებს.
|
ნატალია ჯვარიძე 04.07.2024
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე შეერთებული შტატების საელჩომ ტრადიციული მიღებით აღნიშნა, თუმცა წლევანდელი ღონისძიება პირველად ჩატარდა ისე, რომ პრეზიდენტი არ ესწრებოდა, არ იყო „ოცნების" წევრების ნაწილიც. ღონისძიებას პრემიერი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, მაგრამ ტრიბუნაზე სიტყვით არ გამოსულა. ოპოზიციაში ამობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არგამოცხადება ამერიკულ სანქციებს უკავშირდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.07.2024
აქტიური საარჩევნო კამპანია სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე პარტიები მსჯელობენ, თუ რა კონფიგურაციით უნდა წარსდგნენ არჩევნებში, რომელიც ისტორიაში პირველად სრულიად პროპორციული სისტემით ტარდება, თან 5%-იანი ბარიერი აქვს. აქამდე არსებულ კვლევებში, მცირეა იმ პარტიათა რიცხვი, რომლებიც ბარიერს ლახავენ, ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, ეს პრობლემა მოიხსნება.
|
ნატალია ჯვარიძე 04.07.2024
„მოლაპარაკება მიდის „ლელოსა" და კიდევ სხვა პარტიებთან" - აცხადებს პარტია „ახალის" წევრი ნუგზარ წიკლაური. ვისთან შეიძლება დაჯგუფდნენ და რამდენად მომგებიანი იქნება? ამ საკითხზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არის კიდევ რამდენიმე პარტია, რომელთანაც სავარაუდოდ, „ახალი" მოლაპარაკებას აწარმოებს და ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, რადგან წვრილ პარტიებს ბარიერის გადალახვის შანსი მიეცემათ.
|
გვანცა წულაია 03.07.2024
მომდევნო წლიდან ტექნიკური დათვალიერების საფასური, სავარაუდოდ, გაიზრდება და ავტომობილის მფლობელებს 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარის გადახდა მოუწევთ. დახარვეზების შემთხვევაში კი საფასურს კიდევ 20 ლარი დაემატება. ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ მძღოლების ნაწილი ტექინსპექტირებაზე უარს ამბობს, ამიტომ საინტერესოა, გადასახადის მომატება, დამატებითი წნეხი ხომ არ იქნება ამ მიმართულებით.
|
ნატალია ჯვარიძე 03.07.2024
2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს, რასაც ოპონენტებს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ პროექტის გარშემო ბევრი კითხვა გაჩნდა.
|
ელზა პაპოშვილი 03.07.2024
ამზადებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს? - ეს მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა.
როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, ასეთი განცხადებები ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია და ის რეალურად არ არსებობს. ამიტომ რაიმე ახალ სანქციებს არ ელიან.
|
რეზონანსი 03.07.2024
სისხლიანი დაპირისპირება გორში - როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში 40 წლამდე კაცს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მას დაზიანებები თვალისა და მხრის არეში აღენიშნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი თქმით, დაზარალებული მამაკაცი ადგილობრივი არ არის და ის სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი გორში ქუთაისიდან იყო ჩასული.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.07.2024
„თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს. ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს," უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|