ელზა პაპოშვილი
12.12.2023

არასრუწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ვიდეოებისა და ფოტოეების უნებართვოდ გავრცელების რამდენიმე ფაქტზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 14 პირია მხილებული. აქედან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 დააკავა. გამოძიები მასალების მიხედვით, დანაშაული წალკის რაიონსა და სამეგრელოს რეგიონში მოხდა.

ელზა პაპოშვილი
11.12.2023

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 6 დამნაშავეს, რომლებმაც ფონიჭალიდან, ყაჩაღურად, სახლში შევარდნით 16 წლის მოზარდი გაიტაცეს. ულდუზ ბასაევა სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით, მისმა ე.წ. საქმრომ  გაიტაცა. გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ სასიძო რუსთის მოქალაქეა და შესაძლოა მოზარდის ქვეყნიდან გაყვანას შეეცადოს. 

ელზა პაპოშვილი
10.12.2023

მძიმე დანაშაული ციხისძირში, სადაც თურქეთის მოქალაქეები ფიგურირებენ - გამოძიების მასალებით, ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, შემდეგ თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო გადაუღეს. დანაშაულში ბრალდებული ორი მამაკაცია, რომლებიც ასევე თურქეთის მოქალაქეები არიან. 

ელზა პაპოშვილი
08.12.2023

ვანში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი 16 წლის გოგონაზე იძულებით მუხლის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კობა ძაგნიძემ 16 წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა და სახლში წაყვანა შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი, აიძულა მანქანაში ჩამჯდარიყო და ტელეფონის ნომერი მიეცა. ამის შემდეგ კი ძაგნიძე 16 წლის გოგოს ურეკავდა და სოციალურ ქსელში კონტაქტსაც სთხოვდა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც კობა ძაგნიძე დააკავეს.  

ელზა პაპოშვილი
07.12.2023

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებებისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული პირი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა 

წელს პრილში ცნობილი გახდა, რომ 15 წლის გოგონა 50 წლის მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. მამა მას აუპატიურებდა და თან ფიზიკურად უსწორდებოდა. 

ელზა პაპოშვილი
06.12.2023

პოლონეთში 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით სამი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მამაკაცები 33, 37 და 38 წლისანი არიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული გოგონაც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გატაცების ადგილიდან 180 კილომეტრში იპოვეს. 

ელზა პაპოშვილი
04.12.2023

თბილისში ვორონცოვზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 39 წლის მამაკაცი. როგორც ცნობილი ხდება, სისხლიანი გარჩევა ბიზნეს-წილების გამო მოხდა. 

ელზა პაპოშვილი
02.12.2023

წალკაში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წალკის რაიონის სოფელ ბედიანში 53 წლის ეკა გულაშვილის ცხედარი მეზობლებმა საკუთარ სახლთან იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ის სასიკვდილოდ თანასოფლელმა და ყოფილმა თანამშრომელმა 47 წლის ვოსკან ვოსკანიანმა მოკლა. ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გახდა თავდასხმის ობიექტი და იძლებული იყო თავი დაეცვა.

თამთა ჩაჩანიძე
29.11.2023

„ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია," - აცხადებს განათლების დარგის ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში ბავშვები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, რისი მიზეზიც არის დროში გაწელილი პროგრამა და ის, რომ სკოლებში კლასიდან კლასში გადასაყვანი და საატესტატო გამოცდები გაუქმებულია.

ნაზი ბერიძე
28.11.2023

შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შემდეგ სრულიად საქართველოში მალე გამოიდარებს, და უნალექო ამინდი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება ასეთ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
27.11.2023

ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თბილისში - ქალი ქმრის მხრიდან მოკვლას  მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მას ქუჩაში ორი  გამვლელი დაეხმარა. ინციდენტი ზღვის უბნის დასახლებაში მოხდა. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას მეუღლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე ედება ბრალი.

ელზა პაპოშვილი
03.11.2023

სისხლიანი გარჩევა პარკირების გამო - თბილისში დოლიძეზე  დაჭრილი მამა-შვილის შესახებ  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა,  ქალაქის ცენტრში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს წინ ჩხუბი და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×