რეზონანსი
03.05.2024

გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ ეგზალტირებული ,,პატარა ადამიანების" ფაშისტური ქცევა, როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს, - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან" - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი.

მისი თქმით, დღეს რომ ნეიტრალური ხალხი დგას აქციაზე, რომლებიც ამბობენ, რომ ნაცები არ მოწონთ, მაგრამ ევროპა უნდათ, სწორედ მათ შვილებს დაერევა ოპოზიცია ძალაუფლების ხელში აღების შემდგომ.

"გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს.

ვიხილეთ ეგზალტირებული ,,პატარა ადამიანების" ფაშისტური ქცევა ,,როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს.

სიმსივნიანი პაციენტი და ფეხმძიმე ქალიც კი არ გაატარეს. ღმერთმა არ ქნას ამ კომპლექსიან კაცუნებს ოდესმე ძალაუფლება მიეცეს, მიშაზე უარესს იზამენ.

ახლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები რომ არ მოგწონთ, მაგრამ ევროპა გინდათ" ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში," - წერს ლადო მგალობლიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×