რეზონანსი
03.05.2024

„ნაცების" ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს" კამპანიით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული.

„ნაცების" ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს" კამპანიით .. ვისაც გჯერათ, რომ მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური და ა. შ ევროპაა, გეტყვით რომ ეს უბრალოდ წარსული და რუსულია, და არა ევროპული და თუ არ გჯერათ, რომ ამ ვითომ ევროპისთვის ბრძოლის უკან „ნაცების" ბრძოლაა ხელისუფლებისთვის, ერთი წამით დაფიქრდით - რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით", - წერს ნინო წილოსანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×