ელზა პაპოშვილი
30.04.2024

რა იგულისხმება არჩევნების შემდეგ ენმ-ის გასამართლებაში და რამდენად ლოგიკურია სადავო კანონის ხელახლა ინიცირების ერთ-ერთ მიზნად „დესტრუქციული ძალების დაღლის“ გამოცხადება? 29 აპრილის აქციაზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა უკვე მეორე დღეა ანალიტიკური წრეებისა და პოლიტიკოსთა განხილვის მთავარი თემაა.

თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებები ამ მხრივ არაერთგვაროვანია.

ივანიშვილმა პირველად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას„გლობალურიომისპარტია“ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნეხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერს აქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.

ივანიშვილის შეფასებით, „უცხოური გავლენების შესახებ“და „ლგბტპროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიცირებისთვის დრო „იდეალურად არის შერჩეული“ და მისიერთ-ერთი მიზანია, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, „აგენტურას“ ძალები გამოაცალოს.

ამ ყველაფრის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი 2030 წლისათვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისპ ირობას დებს:

„გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.

ამ განცხადების შეფასებისას ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა.გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის გზავნილები ზუსტია  და რეალობას შეესაბამება. მისი აზრით, სწორედ გლობალური ომის პარტიაა, რომელიც „ნაციონალებს“ ლობირებს და მათი კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ საუბრისას იმას უსვამს ხაზს, რომ ბიძინა ივანიშვლმა ევროპას ასე ღიად პირველად დაარტყა. მისივე შეფასებით, ეს იყო ღიად ანტიევროპული, მაგრამ არა პრორუსული გამოსვლა.

ნაბიჯი სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე არსებული გამოწვევების სიღრმისეული ანალიზი გააკეთა. მისივე აზრით, საფრთხე ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მხრიდან რეალურია, ჩვენი საზოგადოება გულხელდაკრეფილი არ უნდა იყოს დასწორედ ეს იყო ივანიშვილის მთავარი სათქმელიც.

„ეს საფრთხე მომდინარეობს ძირითადად იმ აქტორებისგან, რომლებსაც სურთ საქართველო ე.წ. ენჯეო ქვეყანა იყოს და არა სუვერენული სახელმწიფო. მათი ხელისაქნევით ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ სურვილები რატომ უნდა უსრულოს? ეს ყველაფერი 2012 წელს დასრულდა. ბიძინა ივანიშვილმა გულახდილად გვითხრა, რომ თავიდან არ ჰქონდა პარტიას იმის საშუალება, რომ ამ ფარისევლებს, ომის პარტიის მომხრეებს გამკლავებოდა, ამიტომაც კანონი უკან გაიწვიეს. ხალხის შეცდომაში შეყვანა მოხდა, რაც ახლა, ამ წელს გამოასწორეს. 

„ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ ვითომ საქართველოს დახმარების სურვილით თანხებს ურიცხავენ და აფინანსებენ რადიკალურ ძალებს, რომლებსაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა უნდათ. ივანიშვილმა შემთხვევით არ ახსენა რევოლუციის სამი მცდელობა. გავიხსენოთ 2019, 2020, 2021 წლები. გავიხსენოთ ამ წლების ქრონოლოგია, ვითომ დემოკრატიის და გამჭვირვალობის სადარაჯოზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონიერი ხელისუფლების დამხობას და რაღაც ალტერნატიული ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას როგორ ცდილობდნენ.

„რაც შეეხება კანონის ისევ უკან დაბრუნებას ახლა, ივანიშვილმა ამის მიზეზი მშვენივრად ახსნა. გონიერი პოლიტიკოსი სწორ დროს სწორ ნაბიჯს დგამს. შესაძლოა ამ დროს პოლიტიკოსს მოთმინება მოუწიოს, მაგრამ შედეგი ხელშესახები იყოს. 

„როდესაც გლობალური პროცესებიდან გამომდინარე გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო გამტკიცდეს, ეს ნაბიჯი გადაიდგა. გლობალური ომის პარტია თავისი უდიდესი რესურსებით ცდილობს, რომ ხალხის რჩეული პარტია „ოცნება“ როგორმე ხელისუფლებიდან მოიცილოს, რადგან მის დირექტივებს არ ასრულებს. ამისთვის არ მოერიდებათ, რომ დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები მიტაცებულად გამოაცხადონ. თუმცა მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ისმილიონებიუნდა გამოაშკარავდეს, რაში იხარჯება ეს ფული“,-ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებისშემდეგ ენმ-ის გასამართლებას, აბაშიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პრეცედენტები უკვე არსებობს უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც აიკრძალა პრორუსული ძალები. აბაშიძის აზრით, სავარაუდოდ იგივე მოხდება „ნაციონალების“ შემთხვევაშიც, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მუდმივად არყევს და საფრთხეს უქმნის, ეს კი რუსული საქმის კეთებაა. 

გათვლა ოპოზიციის „დაღლაზე“

დაიღლება თუ არა ოპოზიცია და რამდენად დამაჯერებელია სადავო კანონპროექტის ხელახლა ინიცირების ერთ-ერთ მიზნად იმის დაასახელება, რომ არჩევნებს ხელისუფლების ოპონენტები „დაღლილები“ შეხვდნენ? ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეულიკითხვები მმართველ პარტიაშიც და მის მხარდამჭერებშიც არსებობს, რის გამოცივანიშვილიიძულებული გახდა პასუხი გაეცა.

„ივანიშვილი არ ამბობს კანონის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით სიმართლეს. მან აშკარად ვერ გათვალა და არ ეგონა ქუჩაში ისევ ამდენი ხალხი თუ გმოვიდოდა. ეს კითხვა მან პირველ რიგშისაკუთარი ამომრჩევლებისგან მიიღო, ამიტომ პასუხის გაცემაც გადაწყვიტა. ერთი წელი ხომ ითმინეს... მოეთმინათ ბარემ კიდევ ნახევარი წელი, არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და რაც უნდოდათ, ის გაეკეთებინათ - ეს კითხვები მისი ამომრჩევლის მხრიდან ისმება. ამიტომ მან პირველ რიგში მათ მიმართა, რომ, ხალხნო, დამშვიდდით, ეს კარგად გათვლილია და ამ ხალხს დავღლიო.

„მას ორი არჩევანი ჰქონდა, ან უნდა ეთქვა, რომ „შეცდომა მოგვივიდა“, ან სხვა პასუხი მოეფიქრებინა. მან უბრალოდ ეს კარგად გათვლილ ეშმაკობად შეფუთა. 

„არ ველი, რომ ხალხი დაიქანცება. მისი განცხადების შემდეგ კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი იქნება. უბრალოდ, ოპოზიცია ამას როგორ გამოიყენებს, ეს არის საკითხავი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ბევრ რამეს, რაც ზედაპირზეა, ვერ იყენებს, თუმცა ხალხის დაღლას ნაკლებად ველი“,-ამბობს ზაქარეიშვილი.

ანტიდასავლური, მაგრამ არა პრორუსული

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ 29 აპრილს ივანიშვილმა პირველად პირდაპირი შეტევა მიიტანა დასავლეთზე. მისივე შეფასებით, ეს არა პრორუსული, არამედ ანტიდასავლური გამოსვლა იყო, თუმცა ამით რუსეთი დიდად ნასიამოვნებელი უნდა იყოს. 

„ის 2008 წლის ომს ამდენი ხნის განმავლობაში „ნაციონალებს“ აბრალებდა. ახლა კი დავინახეთ, რომ ხელიპირდაპირ დასავლეთისკენ გაიშვირა. ახლა  ამბობს, რომ დასავლეთის არასწორმა პოლიტიკამ რუსეთს დაგვაჯახაო. ეს მან პირველად გააჟღერა. მართალია,„ნაციონალებს“ გადაუარა, მაგრამ მისთვის ნომერ პირველი მტერი არა „ნაციონალები“, არამედ დასავლეთი აღმოჩნდა.მან ისინი რევოლუციის მოწყობის ლობირებაში დაადანაშაულა. 

„ივანიშვილმა „მტრის ხატი“ შეცვალა და მთავარ, ცენტრალურ მტრად ევროპა და დასავლეთი გამოაცხადა. არადა კონსტიტუციაში უწერია, რომ საქართველოს მთავარი გზა ევროპაშია.

„რუსეთმა კარგად იცის, რომ ივანიშვილი პრორუსულს ვერაფერს  ილაპარაკებს. ამიტომ ისინი ფიქრობენ - ჯანდაბას, მთავარია, რომ ევროკავშირს ურტყამს. ამ აქციაზე ხალხის მხრიდან ერთადერთი გულწრფელი რეაქცია რაც იყო, „ნაციონალების“ მიმართ დამოკიდებულება. როგორც კი ივანიშვილი მათ სახელს ახსენებდა, ხალხში ეს ზიზღი ნამდვილად გულწრფელად იხატებოდა. იქ ხალხი მივიდა არა მხოლოდ ივანიშვილის მოსასმენად, არამედ იმის გამო, რომ „ნაციონალები“ ეზიზღებათ“,-ამბობს ზაქარეიშვილი.

შესაბამისად, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებისათვისენმ-სთანგაერთიანება დამღუპველი იქნება, რაც „ოცნებისთვის“ საჩუქრის ტოლფასია. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ „ოცნება“ ხალხს ამით აშინებს და „ნაციონალებიც“ამაში მშვენივრად ეხმარებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×