ელზა პაპოშვილი
24.05.2024

რა უთხრა  ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი კობახიძეს და რატომ აღიქვა მან ეს გაფრთხილება მუქარად? - ანალიტიკოსების აზრი „რეზონანსთან“ ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ ვარჰეიმ, რომელიც კობახიძის მეგობარია და საქართველოს დიდი გულშემატკივარი, უბრალოდ რჩევის სახით უთხრა კობახიძეს, რომ ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება პოლარიზაციას კიდევ უფრო  გაარღმავებდა, მაგალითად კი სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე თავდასხმა მოიყვანა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ვარჰეის განცახდება ძალიან არაადეკვატური და არასწორი იყო, რაც მეგობრის ნათქვამს არ ჰგავდა. შესაბამისად, კობახიძემაც ეს მუქარად აღიქვა. 

თამთა ჩაჩანიძე
24.05.2024

„თუკი მეორედ გამოტანილი კანონი „ოცნებამ" უკან წაიღო იმიტომ, რომ დააძალეს, მისმა ამომრჩეველმა შეიძლება ეს სისუსტედ ჩათვალოს, რაც არ უყვართ და ამიტომ შეიძლება თავისი ელექტორატი დაკარგოს", - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას. მისი თქმით, მიუხედავად მოსალოდნელი სანქციებისა და ქვეყანაშე მიმდინარე მოვლენებისა, „ქართული ოცნება" უკან დამხევი არ ჩანს.

ნატალია ჯვარიძე
24.05.2024

24 მაისს, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში" გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადაინაცვლებენ. ორგანიზატორ გიორგი მშვენიერიძის თქმით, ეს აქცია შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების სოლიდარობისთვისაა. ანალიტიკოსების აზრით, საპროტესტო მუხტი 28 მაისს, ვეტოს დაძლევის დღეს გააქტიურდება. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამაზე ამერიკის მიერ „ოცნების" სავარაუდო დასანქციერება დიდ როლს შეასრულებს.

თამთა ჩაჩანიძე
24.05.2024

აშშ-მა სანქციები უკვე ოფიციალურად დაანონსა - სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახდეპი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას და გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე". „ოცნება" ისევ ძველ პოზიციაზეა და აცხადებს, რომ „არაფერი იცვლება", ოპოზიცია კი ხელისუფლებას მოუწოდებს „გააჩერონ რუსული კანონი".

თამთა ჩაჩანიძე
23.05.2024

პრემიერ ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას პოლიტიკოსებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი ვრცელ განცხადებაში საუბრობს იმაზე, რომ ერთ-ერთ ევროკომისარმა სატელეფონო საუბრისას „გამაოგნებელი მუქარა" გააჟღერა. მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლეთის საპასუხო ზომებზე საუბრისას კომისარმა ახსენა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ინციდენტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს. ოპოზიციამ კობახიძის განცხადებას „ცრუ ბრალდება „უწოდა, „ოცნება" კი აცხადებს, რომ „მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია".

თამთა ჩაჩანიძე
23.05.2024

სტრასბურგის სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გვირგვლიანის საქმეებზე არ დააკმაყოფილა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა „ევროპული სტანდარტებით და დასრულდა სიმართლის გამარჯვებით", ოპოზიციისგან კი ამ თემაზე გამოხმაურებები თითქმის არ იყო. ამაზე არც თავად სააკაშვილს და არც მის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია.

ელზა პაპოშვილი
23.05.2024

გაერთიანების იდეამ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საერთო საარჩევნო სიის შექმნაზე პარტიების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. „ლელოს“ ლიდერის განცხადებას კი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ბევრის მიერ არასწორ სტრატეგიად ფასდება მამუკა ხაზარაძის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე, ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ნატალია ჯვარიძე
23.05.2024

„აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკელის გამოსვლამ მე კიდევ ერთხელ დამაფიქრა და მგონია, რომ აშშ-ში საქართველოს წინააღმდეგ, სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი დოკუმენტები მზადდება. ასევე დასაფიქირებელია საქართველოს გენერალური პროკურორის გადადგომაც, ამას სხვა გადადგომებიც მოჰყვება", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
23.05.2024

გენპროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა - წერილობით განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურის საიტზე დევს, ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის „ურთულესი" იყო. გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასებები - „ოცნების" მტკიცებით, შოთაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რეალურად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგოგომარეობაა, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „სისტემა რღვევას იწყებს".

ელზა პაპოშვილი
22.05.2024

კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.   

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2024

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ აშშ-ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და პირდაპირ ფრენებზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, „მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება". ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს განცხადება კომპრომისის შესაძლებლობას ლოგიკურად აჩენდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ „სიტყვის მასალაც" იყოს, რადგან ახლა „ოცნება" უკან დამხევი არ ჩანს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ იზიარებენ.

ელზა პაპოშვილი
21.05.2024

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამ ფორმით მიღება დაუშვებელია და ის გაწვეული უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტიდან. რა გზა რჩება ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ და გადაიფიქრებს თუ არა მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×