რეზონანსი
03.05.2024

2024 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში საწვავის აქციზიდან 140 195 636 ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.7 მლნ ლარზე მეტია. როგორც ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებშია (კონსოლიდაციის გარეშე) აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში ხაზინამ საწვავის აქციზიდან 122 452 375 ლარის შემოსავალი მიიღო.

შედეგად გამოდის, რომ წლიურ ჭრილში აქციზიდან შესული თანხა 14.5%-ით გაიზარდა.

ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის სამ თვეში:

ბენზინის აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა 79 603 215 ლარი შეადგინა (2023 წელს - 63 591 509 ლარი);

დიზელის საწვავის აქციზიდან შემოსავალი 60 541 456 ლარი იყო (2023-ში - 58 833 512 ლარი);

ნავთიდან შემოსავალმა კი წელს 50 965 ლარი შეადგინა (2023 წელს - 27 354 ლარი).

აღსანიშნავია, რომ წელს იანვარ-მარტში მთლიანად ხაზინაში იმპორტირებული პროდუქციის აქციზის გადასახადიდან 477 303 033 ლარის აკუმულირება მოხდა, მხოლოდ საწვავიდან 140 195 636 ლარის, დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და ა.შ. ნაწილდება. შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხის 29.42% სწორედ საწვავის აქციზზე მოდის.

შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოში 18%-ია.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×