რეზონანსი
03.05.2024

გუშინდელი დღე იყო კატასტროფა, იმიტომ რომ აქციის მონაწილეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ უშუალო დაპირისპირებაში გადასულიყვნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, გამოეწვიათ მათი ობიექტური გულისწყრომა და შეჯახებები ყოფილიყო, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„რამდენიც არ უნდა გვაჩვენონ მექორწილეების სურათები ამ აქციებზე, ან ტუჩსაცხიანი გოგო, ან რაღაც დროშაშემოხვეული ახალგაზრდები, ჩვენ ვიცით, რომ ეს ახალგაზრდები და ეს სურათები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებში განსაკუთრებული ემოციური აფეთქება გამოიწვიონ და ამ ემოციამ გადასძალოს და „დაბლაროს" გონი და საღი აზროვნება. რეალურად, რაც შეიძლება დავინახოთ, ეს არის აგრესიულად მიმდინარე აქცია. პირველივე დღეს პოლიცია ერთ ადგილას იყო მობილიზებული და დემონსტრანტები ეჯახებოდნენ პოლიციას. ერთ-ორ მომენტში პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ უსიამოვნო მომენტები გამოწვეული იყო ზუსტად იმით, რომ აქციის მონაწილეები გადავიდნენ შეტევაზე. შემდეგ დღეებში ვნახეთ, რომ პოლიცია შევიდა შიდა პერიმეტრზე და მინიმუმამდე დაიყვანა ეს შეხების მომენტი, რამაც სრულებით ამოაგდო აქციის მიმდინარეობა კალაპოტიდან. მათ კიდევ უფრო მეტად გამოავლინეს აგრესია, ეჯაჯგურებოდნენ ჭიშკარს.

გუშინდელი დღე იყო კატასტროფა, იმიტომ რომ აქციის მონაწილეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ უშუალო დაპირისპირებაში გადასულიყვნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, გამოეწვიათ მათი ობიექტური გულისწყრომა და შეჯახებები ყოფილიყო. ასევე ძალიან საინტერესოა, დავინახოთ, ვინ დგას ამ აქციების უკან. ეს ულამაზესი ფოტოები თვალის ახვევის მიზნით ვრცელდება, ხოლო ამის უკან დგას მაგალითად ნიკა გვარამია, რომელიც პოზირებს გადაკეტილი გმირთა მოედნის ფონზე, მიშა სააკაშვილი, ლიაკა ხოშტარია, რომლის ოჯახი რუსეთიდანაც ფინანსდება, ზურა ჯაფარიძე, რომელიც „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი სახეა და სხვები", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×