ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის" ავკარგიანობას, - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნება" ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, რატომ შეიძლება კანონპროექტი ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი.
„ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა. ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ, მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ", - აღნიშნულია „ქართული ოცნების" განცხადებაში.