ელზა პაპოშვილი
08.05.2024

კახეთში, ქალაქ თელავში 5 თვის წინ მომხდარ დანაშაულზე განაჩენი ცნობილია. კაცი, რომელმაც ეჭვინობის ნიადაგზე ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მისი ქმარი მოკლა, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

როგორც გამოძიებით დადგინდა, იაგუბ ხეირ ხაბაროვი ყოფილი ცოლის სახლში მიუვარდა, ქალის და მისი ქმრის მისამართით დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა. ხაბაროვმა ყოფილი მეუღლის ქმარი ავტომატიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ 2 დღიანი ძებნის შემდეგ დააკავა. 

ქალი გადარჩა, ხოლო მისი ქმარი ადგილზევე დაიღუპა. ახალგაზრდა ქალი 5 თვეა საწოლს არის მიჯაჭვული და მკურნალობს.         

ქალის ახლობლები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.    

„საღამოს საათები იქნებოდა, როცა ცოლ-ქმარი ტელევიზორს უყურებდნენ. კარი მოულოდნელად გაიღო და სახლში გოგოს ყოფილი ქმარი შევარდა. მან, ყველანაირი საუბრის გარშე, წყვილის მისამართით სროლა დაიწყო. 

„გოგო გაქცევას შეეცადა, მაგრამ მას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილზე დავარდა. შემდეგ კი ავტომატის ჯერი მის ქმარს გადაატარა. მანამდე ესროდა, სანამ ტყვიები არ გაუთავდა. შემდეგ კი გაიქცა. 

„სახლში მოკლულის დედა იმყოფებოდა, რომელმაც საშველად მეზობლებს უხმო. ბიჭი ადგილზევე დაიღუპა. მას ერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, რომ ნატყვიარი არ ჰქონოდა. გოგო კი ამ ხნის განმავლობაში კვლავ მკურნალობს და საწოლად არის ჩავარდნილი“, - უყვება „რეზონანსს“ ქალის ახლობელი.     

მისივე თქმით, ქალი ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა. მათი დაშორების მიზეზი კი ქმრის მხრიდან ცოლზე მუდმივი ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა იყო. ახლობლები ამბობენ, რომ ქალის ხელახლა გათხოვების შემდეგ ის წყვილს ემუქრებოდა, თუმცა მისი მუქარა რეალურად არ აღიქვეს, არ ეგონათ, რომ ის ამ სისასტიკეს ჩაიდენდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×