რეზონანსი
08.05.2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობით გალკტიონის ხიდთან მივიდნენ.

გალაკტიონის ხიდზე მათ ფიტულები მიიტანეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის, თბილისის მერის კახი კალაძის ფოტოებია გაკრული, ასევე, გაკეთებულია წარწერები: "რუსეთი ოკუპანტია", "კი გამჭვირვალობას ! არა ოფშორებს!"

მანამდე მათ გალაქტიონის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით წრე შეკრეს და შეკრებილებს განუცხადეს, რომ აქციას მალე პოლიტიკოსები შეუერთდებოდნენ, სწორედ ამის შემდეგ ორგანიზატორებმა „ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით ფიტულები მოიტანეს.

"ჩვენ გვყავს ხელისუფლება , რომელიც უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ამიტომ ხალხი დაიცავს კონსტიტუციას",- განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პერფორმანსის დროს.

აქციის მონაწილეებმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გალაკტიონის ხიდი, სადაც სსრკ-ს სიმბოლიკებია გამოსახული, საქართველოს, ნატოს და ევროკავშირის დროშებით დაფარეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×