რეზონანსი
08.05.2024

იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ძალადობენ ახალგაზრდებზე, სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, სახლში მიუვარდნენ ირაკლი ეძგვერაძეს, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მორიგი მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ, - ამის შესახებ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მონაცემთა ბაზა შეიქმნება, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯერაც არ გამოძიებულა, პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილება კი არ შეჩერებულა.

„შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ. თან მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, სახელმწიფოსგან, მმართველი პარტიისგან დაქირავებული „ზონდერები” და „ბანდები“ დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე.

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯერაც არ გამოძიებულა, პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილება არ შეჩერებულა. ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სახლში მიუვარდნენ და ამ ფონზე შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×