რეზონანსი
07.05.2024

ადამიანურად ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ უფსკრულის პირას დგანან და უფსკრულისკენ მწყობრში მიდიან, რადგან ასე თქვა მათმა სულიერმა ლიდერმა , - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" „ქართულ ოცნებაზე" და მათ მიერ დასავლელი პარტნიორების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღევანდელი ვითარება „ქართული ოცნების" წევრებისთვის პოლიტიკური და მორალური უფსკრულია.

„დეზინფორმაციულ საშუალებებს იყენებენ კრემლის სტილში, მათ შორის შალვა პაპუაშვილი, ჩემთვის არის ძალიან მძიმე სანახავი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, ასე მარიონეტებად არიან ქცეული. მიყვებიან იმ უფსკრულს, რომელშიც მათ ბიძინა ივანიშვილი მიერეკება. ეს ხომ მათთვის პოლიტიკური და მორალური უფსკრულია? მაგრამ ასე მწყობრში ჩადგნენ და მიდიან მოუსავლეთში, იმიტომ, რომ ერთმა კაცმა ასე თქვა. უნდა ხვდებოდნენ, რა უბედურებაში არიან ჩავარდნილი პერსონალურად. აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის ნება. არა მხოლოდ ივანიშვილის ნება, როგორც ჩანს არის სხვა ინტერესებიც. ივანიშვილი 12 წლის განმავლობაში იყენებდა ადამიანებს, ლიმონივით გამოწურავდა და გადააგდებდა. შემდეგ ახალ ადამიანს შემოიყვანდა და იმასაც გადაუშვებს უფსკრულში. ეს აუცილებლად დამთავრდება იმიტომ, რომ ადამიანებს არ სურთ დასავლური ორბიტის დაკარგვა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" ასევე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დადგინდა და განაცხადა, რომ 20 ივნისის შემოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეა.

„20 ივნისის მთავარი შემოქმედი არის ირაკლი კობახიძე, რომელიც ახლა აქ რუსული კანონით გვიცვლის კონსტიტუციას, იმიტომ, რომ ის იყო გავრილოვის მასპინძელი. შამპანურის ჭიქით ხელში ის იდგა გავრილოვის გვერდით. მან შექმნა ის მოცემულობა, რომ გავრილოვი პარლამენტში მის სავარძელში ჩაბრძანებულიყო", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×