რეზონანსი
08.05.2024

რუსული კანონის მოწინააღმეგეებს, რომელთაც "ქართული ოცნება" სპეციალურ სიაში შეყვანას უპირებს, ირაკლი ზარქუა "უსამშობლოებს" უწოდებს.

მმართველი გუნდის წევრი ახალი ინიციატივით კმაყოფილია და ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას "ანტიქართული მოძრაობის" უკან. 

უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის. აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული მოძრაობის. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, ის, ვინც შეურაცხყოფს, ის, ვინც ეკლესიას უტევს, ის, ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელები და გვარები იოს იდენტიფიცრებული. ასე რომ, არ აგერიოთ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული ჩახდილების და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ. ეს არის, რომ ყველა, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, აი, იმათი იდენტიფიცრება ხდება, მეტი არაფერი, - ამბობს ზარქუა. 

"ქართული ოცნება" დევნის ინსპექციას ქმნის. ახალი პარტიული დანაყოფის შექმნა დღეს შალვა პაპაუშვილმა დაანონსა. დვენის ინსპექციამ უნდა შექმნას საქართველოს მოქლაქეთა სია, სადაც განსახვვებული აზრის მქონე ადამინებს შეიყვანენ.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×