რეზონანსი
08.05.2024

ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, მოძრაობა „ტალღას" დამფუძნებელმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თავისი შვილები ალექსანდრე ადამია და ნიკოლოზ ადამია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განარიდა და საზღვარგარეთ გაუშვა.

აქტივისტი ნატა ფერაძე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ფერაძის გადაწყვეტილება შვილების განრიდებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ფერაძე ქალაქში სატრანსპორტო კვანძების პარალიზების გეგმას ადგენს. ამასთან, ჩანაწერში მიმოხილულია ძალადობრივი აქციების სცენარიც, სადაც აქტივისტი ლაშა ფირცხალაიშვილი აქციის მონაწილეების დაჭერისა და ფიზიკური დაზიანების აუცილებლობაზე საუბრობს, რამაც საპროტესტო მუხტი უნდა ასწიოს.

წყარო: იმედი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×