ნატალია ჯვარიძე
26.06.2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში 25 ივნისს ძლიერი ქარიშხალი იყო, რომელსაც თან ახლდა ქარბორბალა. რის შედეგადაც დაზიანდა ალავერდის ტაძარი და ასევე ტაძრის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. განადგურებულია ტაძრის ეზოში მრავალწლიანი ნარგავები. „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი გამოკვეთილი ქარბორბალა პირველად დაფიქსირდა.

ელზა პაპოშვილი
26.06.2024

ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.  როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ რამდენიმე სროლის ხმა გაიგეს და არ გამორიცხავენ, რომ სროლა ორმხრივი იყო. სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება დამნაშავეს, ის, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებს შემთხვვეის ადგილი  ჰქონდათ გადაკეტილი  და ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდო თავდამსხმელსაც ეძებდნენ. 

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2024

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას არ უერთდება, „ლელომ" კი 25 ივნისს მიღებულ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საარჩევნოდ „ლელოს" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შელსაძლო ალიანსი საბოლოოდ ჩაიშალა? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ორი პარტიის გაერთიანებას აქვს ძლიერ პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების რეალური შანსი, რომელიც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს მიიმხრობს და შესაძლოა, არჩევნების მოგების ამბიციაც ჰქონდეს.

რეზონანსი
26.06.2024

(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით შვეიცარიელი ალენ ბერსეტი 114 ხმით აირჩია.

ელზა პაპოშვილი
25.06.2024

ქობულეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს. როგორც „რეზონანსს“ წყარო უყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამარათალდამცავი ძალადობის შემთხვევაზე ერთ-ერთ ოჯახში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.  ირკვევა, რომ პოლიციელი ქალმა გამოიძახა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ქმარი მიუვარდა. ქალმა დახმარება ითხოვა და ადგილზე გამომძიებელი მივიდა. 

ელზა პაპოშვილი
25.06.2024

უკრაინაში ფრონტის ხაზზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. თუმცა უკრაინელები ახერხებენ და ბოლო დღეების განმავლობაში რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ადგილობრივების უმრავლესობა ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა. დაბომბვის შედეგად, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის - 3 ბავშვი. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა. ოკუპირებულ ყირიმში გლოვა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გვანცა წულაია
25.06.2024

ავტოსადგურების გამართლად მუშაობისთვის მთავრობამ ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა უნდა დააკმაყოფილონ. ახლა საინტერესოა, თავად ავტოსადგურების პოზიცია, რამდენად მზად, საკმარია თუ არა მათთვის მიცემული ერთ წლიანი პერიოდი, რა დროშიც მოთხოვნებს უნდა მოერგონ. 

გვანცა წულაია
25.06.2024

მთავრობამ კურორტ ბახმაროში „ორბის“ სამშენებლო პროექტში სხვადასხვა სახის ცვლილება შეიტანა. შესაბამისი განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც მოსახლეობამ და ურბანისტთა ნაწილმა მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა, რის მიზეზადაც ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის საფრთხის შექმნა და ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემის უკიდურესად გამწვავება დასახელდა.

ნატალია ჯვარიძე
25.06.2024

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. როგორ შეიძლება აღსრულდეს ჰააგის ეს გადაწყვეტილება და ვინ დააკავებს მათ?

თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ბოლო დროს, კრემლის მაღალჩინოსნები საქართველოზე განცხადებას ხშირად აკეთებენ - ერთ-ერთი ბოლო რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსეი ოვერჩუკის იყო, სადაც ამბობს, რომ „საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს". ანალიტიკოსთა შეფასებით, ფრაზაში კარგად ჩანს, რომ მოსკოვი თბილისს სამხედრო კუთხით უყურებს, კრემლის მარალჩინოსნებისთვის კი ახლა მნიშვნელოვანია „სამხრეთ ფლანგზე სტაბილურობა იყოს".

ნატალია ჯვარიძე
25.06.2024

დღეს ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება და ლუქსემბურგში იმართება. რა ვადებს მოიცავს მოლაპარაკების პროცესი და რა იქნება ამის შემდეგი ეტაპი უკრაინისა და მოლდოვასთვის - როდის შეუერთდება ამ პროცესს საქართველო.

თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის ახალი დეკლარაცია შეიმუშავა, მასზე ხელმოწერა გულისხმობს „ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე ისე მის შემდეგ", აღნიშნულია, რომ 8 ივლისამდე ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე შეთანხმდებიან. განცხადებას ხელს აწერენ - ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო", „ახალი", „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება". დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ სურვილის შემთხვევაში, სხვა პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ შეუერთდნენ.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×