უმძიმესი დანაშაული ზემო თელეთში - როგორც ირკვევა, მეგობრებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 35 წლის მამაკაცი სახლიდან ჯერ ერთმა მეგობარმა გაიყვანა, შემდეგ კი მეორემ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სისხლიანი გარჩევის ფიგურანტები ბავშვობის მეგობრები არიან. ირკვევა, რომ დავით კუბლაშვილი ადგილზე სისხლისგან დაიცალა. მის ყოფილ თანაკლასელს კი ხელბორკილები დაადეს.
დანაშაულს პირდაპირი თვითმხილველი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი გარჩევის ადგილთან ახლოს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ჩვენების მიცემას და სიმართლის თქმას ყველა ერიდება. მათი თქმით, დამნაშავე მხოლოდ ერთი პირი არ არის და ისინი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე საუბრობენ.
„ადგილობრივებმა ვინც იმ ტერიტორიაზე იყვნენ, ყველაფერი კარგად დაინახეს, მაგრამ საუბარი არავის უნდა.ამბობენ ვერ დაინახეს ვინ ვის დაარტყა დანა. პოლიციის მისვლის შემდეგ კი დანაშაული მოკლულის თანაკლასელმა აღიარა. თუმცა ბოლომდე არ გვჯერა, რომ მხოლოდ ეს ერთი ადამიანი არის დამნაშავე. დაპირისპირება რაზე იყო ზუსტად არავინ იცის, ამბობენ, რომ ნარკოტიკების გამო გაიმეტეს ეს ბიჭი. ჯერ ერთ მეგობარს სახლიდან გამოუყვანია და მეორემ დანა დაარტყა. ეჭვია რომ მხოლოდ ეს ერთი ადამიანი არ იყო“, - აცხადებს მოკლული მამაკაცის ახლობელი.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|