რეზონანსი
09.05.2024

დიალოგი გახსნილია და გაგახსენებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც თავშივე გაჟღერდა, როცა დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტი - მან მოიწვია სასაუბროდ ამ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები კანონთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, მმართველი გუნდი კი მუშაობს იმაზე, რომ ყველას გააგონოს სიმართლე.

„სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უჭირს სიცრუის ნაკადში სიმართლის დაჭერა, აღმოჩენა და კონცენტრირება ამ სიმართლეზე. ეს სამწუხაროა, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს სიცრუის ნაკადი მოიმატებდა, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და, ბუნებრივია, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი სიმართლე - შინაურსაც და გარეულსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ამ ნაბიჯებით გავაგრძელებთ სვლას მიზნისკენ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×