ქეთო გოგოხია 22.05.2024
ინფლაციის რისკისა და ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის ცვლილება გარკვეულ უარყოფით განწყობას იწვევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებისა და საფინანსო სპეკულაციების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნაადრევია, თუმცა მცირედი კლებას სებ-ს მაინც და მაინც სარისკო ნაბიჯად არ უთვლიან.
|
გვანცა წულაია 22.05.2024
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის გამო ტურიზმის ინდუსტრიას გარკვეული სახის პრობლემა შეექმნა. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სექტორს ,,გამჭვირვალობის კანონზე“ მეტად, აქციები და არასტაბილურობა აზარალებს, ამიტომ, როგორც ირკვევა, ვიზიტორებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს, თუმცა რეალურად სულაც არ არის ისეთი სურათი, როგორც ზოგიერთი ტუროპერატორი ან სასტუმროს მეპატრონე ხატავს. მოლოდინი სახარბიელო არ არის, მაგრამ როგორც დარგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პრობლემა დროებითია და სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
|
გვანცა წულაია 21.05.2024
უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში საკმაოდ აქტიურად ყიდულობენ ბინებს. დროის გასვლასთან ერთად, ასეთი მოცემულობა სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენა უფრო თვალში საცემი გახდა. შესყიდვა, უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაში დასაფუძნებლად ხდება, ამიტომ სოციოლოგები ამბობენ, ეს საკითხი მოსაგვარებელია, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ისედაც მძიმე დემოგრაფიული სურათია.
|
გვანცა წულაია 21.05.2024
რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას დროებით აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში პირველ ივლისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ისევ აიკრძალება. საინტერესოა, ამ 40 დღის განმავლობაში გადაერთვება თუ არა საქართველო ისევ რუსეთის ბაზარზე?
|
ქეთო გოგოხია 20.05.2024
მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, როცა ადგილი აქვს ლარის გაუფასურებას და ფინანსური ბაზრებზეც გარკვეული არასტაბილურობაა, ინფლაციის რისკიც გაიზრდა. მართალია, ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ ფასების ზრდა არ გვემუქრება, მაგრამ საუბრობენ იმაზეც, რომ სიტუაცია ხშირად არაპროგნოზირებადია და არ არის გამორიცხული, ლარის ვარდნის შემდეგ ინფლაციური პროცესები რეალური გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი სანქციებთან დაკავშირებით მუქარა სისრულეში მოვა.
|
ქეთო გოგოხია 20.05.2024
საქართველოს საბანკო და საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები, სავარაუდოდ, მოკლევადიანია და სექტორის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე ოფიციალურ დონეზე საუბრობენ სპეკულაციური ფაქტორის გავლენაზე, რაც ხანგრძლივ პერიოდში ვერ გაგრძელდება. მართალია, ფინანსურ ბაზრებზე გარყვეული დარტყმა განიცადეს, მაგრამ სავარაუდოდ, ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება როგორც კურსი, ასევე საერთაშორისო ბირჟებზე ქართული ბანკებისა და კომპანიების აქციები.
|
ქეთო გოგოხია 20.05.2024
პოლიტიკური დაძაბულობის გამო ქართული ბიზნესი სერიოზულ წნეხს განიცდის. როგორც სექტორში აცხადებენ, ადგილობრივ წარმოებას იმდენად ,,გამჭვირვალობის კანონი“ არ აზარალებს, რამდენადაც მიმდინარე აქციები და არასტაბილურობა. პრობლემა კი იმდენად სერიოზულია, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიებს კადრების აყვანა უჭირთ და ვერც ახალ პროექტებზე იწყებენ მუშაობას. უარყოფითი მოლოდინი განსაკუთრებით ტურიზმზე აისახება, თუმცა აცხადებენ, რომ ეფექტი მოკლევადიანია და რეალურად ყველა პირობაა, რომ ტურისტული ნაკადი გაიზარდოს.
|
გვანცა წულაია 16.05.2024
ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი მნიშვნელოვან რყევას აღარ განიცდის. პარალელურად კი ლარი მყარდება "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე. გუშინ საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერია, რომელმაც გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. ითქვა, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევა არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და არასტაბილურობა მოკლევადიანია. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები როგოც საფინანსო ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკურ ჭრილში?
|
ირმა ჩიტაია 16.05.2024
საქართველოში არსებული დაძაბული ფონი უძრავი ქონების ბაზარსაც შეეხო. მოთხოვნა ბინებზე დღითი დღე მცირდება, რასაც სფეროს სპეციალისტებიც ადასტურებენ და ცალსახად ამბობენ, რომ მომხმარებლების ნაწილმა ბინის შეძენა უკვე გადაიფიქრა. უარყოფითი პროცესების გავლენა კი, უფრო თვალშისაცემი გრძელვადიან პერიოდში იქნება.
|
გვანცა წულაია 15.05.2024
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. ამის პარალელურად მკვეთრად უფასურდება ეროვნული კურსი. ასეთია „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონის დამტკიცების შედეგი ფინანსური მიმართულებით, რაზეც ეკონომისტა ერთი ნაწილი ამბობს, რომ დიდი საფრთხე იკვეთება, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აჟიოტაჟი რამდენიმე დღეში ჩაცხრება და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
|
ირმა ჩიტაია 14.05.2024
რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეიძლება მალე ისევ დაიწყოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა დიდხანს არ გასტანს და სადაცაა დასრულება. მეზობელი ქვეყნიდან იაფი საწვავი დაუბრუნდება ქართულ ბაზარს და იმპორტი კვლავ განახლდება. ეს ბენზინის სარეალიზაციო ფასის კორექტირებას მოახდენს და საწვავი გარკვეული დოზით გაიაფდება.
|
გვანცა წულაია 14.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძო სექტორის დიდი ნაწილი უშუალოდ კანონში პრობლემას ვერ ხედავს და არ აქვს იმის განცდა, რომ ამის შემდეგ მათ საქმიანობას რაიმე ტიპის საფრთხე შეექმენა, თუმცა მათივე მოსაზრებით ხელისუფლებამ დაძაბული პოლიტიკური ვითარება უნდა განმუხტოს და ქვეყანაში სიმშვიდე დააბრუნოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|