რეზონანსი
28.04.2024

შეერთებული შტატები და ისრაელი ცდილობენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემა აღკვეთონ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საინფორმაციო ვებგვერდ Walla-ზე ანალიტიკოსი ბენ კასპიტი წერს, რომ ნეთანიაჰუ "უჩვეულო სტრესის ქვეშაა" ჰააგის სასამართლოს მიერ მისი და სხვა ისრაელელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის პერსპექტივის გამო, რაც ისრაელის საერთაშორისო სტატუსის მნიშვნელოვან გაუარესებას გამოიწვევს.

Haaretz-ის ანალიტიკოსი, ამოს ჰარელი წერს, რომ ისრაელის მთავრობა მუშაობს იმ ვარაუდით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერი გასცეს.

ჰარელის ინფორმაციით, აშშ, რომელიც ისრაელის მსგავსად არ არის რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის სტატუტის ხელმომწერ 124 ქვეყანას შორის, უკვე ჩართულია დაკავების ორდერების გაცემის დაბლოკვის მცდელობებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×