ირმა ჩიტაია
11.07.2024

ლარის კურსი თითქმის დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ეროვნული ვალუტა დღითი დღე მყარდება. საკითხს უკვე პრემიერიც გამოეხმაურა და პირველად აღნიშნა, რომ ის, რაც ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ხდებოდა, სპეკულაციისა და აჟიოტაჟის შედეგი იყო.

გვანცა წულაია
11.07.2024

ეკონომიკურმა განვითარებამ ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობაა გააჩინა. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზრდება. თანხა გადანაწილდება და სხვადასხვა სტუქტურაში მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ხარჯვითი ნაწილი იმაზე მეტად მოიმატებს, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ივარაუდა.

გვანცა წულაია
11.07.2024

თბილისის მერიაში სატრანსპორტო პოლიტიკით თავს იწონებენ, მაგრამ მარტოოდენ ავტობუდების რაოდენობის გაზრდით დედაქალაქის ქუჩებში გაადგილება ვერ გვარდება. საცობი თბილისის ყოველდღიურობად იქცა, ამიტომ დარგის სპეციალისტები მეტროპოლიტენის განვითარებაზე საუბრობენ. 

გვანცა წულაია
10.07.2024

თავსმოხვეული პროტესტის გამო საქართველოში არაერთი პროექტი დაპაუზებულა ანდა საერთოდ გაჩერებულა. ასეთი რამდენიმე აშკარა შემთხვევა ყველაზე მეტად ენერგეტიკის სექტორში  მოიძებნება. ის, რაზეც აქამდე  ეჭვი არსებობდა, სემეკის თავმჯდომარემ დაადასტურა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები ჰესების აშენების ეწინააღმდეგებიან და ობიექტის მშენებლობის ადგილას პროტესტის მოსაწყობად ხშირად ჩადიან. არადა, ამ დროს ენერგეტიკას ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს და მისი სწორად განვითარება სასიცოცხლოდ აუცილებელია. 

ქეთო გოგოხია
10.07.2024

ეკოლოგიური კატასტროფა შესაძლოა, თბილისსაც დაემუქროს, რაც ჰაერის  დაბინძურებით იქნება გამოწვეული. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „ქალაქი არ ნიავდება“, რასაც  ხელს უკონტროლო მშენებლობა უშლის. მიჩნეულია, რომ დედაქალაქში  ჰაერის დაბინძურების წყარო ავტოტრანსპორტია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. აკადემიკოს სიმონ ბარამიძის შეფასებით, ამ მხრივ საყურადღებოა გათბობის ქვაბების გამონაბოლქვი, რომელიც ასევე ემატება ქალაქს და მძიმე ვითარებას ქმნის.

გვანცა წულაია
09.07.2024

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ასე განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და თან თქვა, რომ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. საინტერსოა, ეს გარემოება როგორ იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და რაიმე მიმართულებით ხომ არ შეიქმნება პრობლემა, მაგალითად, საინვესტიციო გარემოს. 

გვანცა წულაია
09.07.2024

მსოფლიო ბანკის მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11.75%-ით გაიზარდა და 86.6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა. საქართველო იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ წელს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით მოახერხა.

ქეთო გოგოხია
08.07.2024

ქსელური მარკეტების უმეტესობას 24-საათიან რეჟიმში მუშაობას ვეღარ ახერხებს. კადრების დეფიციტის ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ასეთი მაღაზია დაიხურა. პრობლემა რეალურად მაღაზიების დახურვას არ უკავშირდება და უფრო სისტემუური ხარვეზია, რადგან ქვეყანაში სადღეღამისო სუპერმარკეტების მუშაობის საჭიროება არ არის. მით უმეტეს, როცა არც შესაბამისი ანაზღაურებაა და თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ქეთო გოგოხია
08.07.2024

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სექტორში კონკურენციისა და გავლენის სფეროების გადანაწილებაზე  უკვე ალაპარაკდნენ. ფაქტს, რომ ფოთის პორტის განვითარება შეფერხდა, სპეციალისტები სწორედ ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ იგი ფოთს გაფართოების შესაძლებლობას ზღუდავს. რაც შეეხება ბათუმის პორტს, ის თავის სპეციფიკას ინარჩუნებს და ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების გამტარია საქართველოში. ამ ნიშას საბოლოოდ შეიცვლის თუ არა, სწორედ ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივაზე იქნება დამოკიდებული.

ქეთო გოგოხია
08.07.2024

ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ვითარება შეიცვლა. გაძვირებისკენ აღებული გეზი მოულოდნელად გაიაფებისკენ შებრუნდა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში, რუსეთის მიერ მცურავი ბაჟის გაანგარიშების მეთოდიკის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საბაზისო  ფასი 19 000 რუბლამდე გაიზარდა. მეორე კი  სეზონური ფაქტორია, როცა ბაზრის მეწარმეები ძველი მარაგების მოშორებას ცდილობენ და პროდუქცია ბაზარზე შედარებით ნაკლებ ფასში გამოაქვთ. როგორც კი მოთხოვნა-მიწოდების საკითხი დაბალანსდება, ფასიც დარეგულირდება, რაშიც  დღევანდელი მაჩვენებლის შენარჩუნება ან უმნიშვნელო გაძვირება იგულისხმობა.

გვანცა წულაია
04.07.2024

მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლარი თანდათან თავის კალაპოტს უბრუნდება. კურსი ეტაპობრივად მყარდება და ყოველდღიურად პოზიციებს იუმჯობესებს. როგორც ეკონომისტებმა განაცხადეს, სავალუტო ბაზარზე ყველანაირი ცუდი მოლოდინი განეიტრალებულია, ამიტომ ლარს არანაირი პრობლემა აღარ ელის. 

ქეთო გოგოხია
04.07.2024

საზღვაო კურორტებს გამოცოცხლება დაეტყო. თუკი აქამდე აქდგილები ნაკლებად იჯავშნებოდა, ბოლო ორი კვირაა, მოთხოვნა გაიზარდა და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები კურორტებზე გამოჩნდნენ. სასტუმროებში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, მინიმუმ 30-40%-იანი მატება იქნება. წელს ტრადიციულად აჭარის საზღვაო კურორტები გამოირჩევიან. სამეგრელოში ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა და ძირითადად ადგილობრივები ისვენებენ. ანაკლიის შემთხვევაში, ამის მიზეზი კურორტის დაბალი ცნობადობაა. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×